აფხაზეთში, ქართველი ცნობილი მეკარის, ვალტერ სანაიას შვილი — ბიზნესმენი გენადი სანაია გაიტაცეს. ბიზნესმენი სოხუმში 24 აგვისტოს გაიტაცეს. აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის დარუ ამიჩბას თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე — იარაღის გამოყენებითა და მუქარით, ადამიანის ჯგუფური გატაცების მუხლით. პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი ფეხბურთელის ვალტერ სანაიას ვაჟი 1944 წელს სოხუმში დაიბადა. გენადი სანაია აფხაზეთსა და მოსკოვში ცხოვრობდა და არსებული ინფორმაციით, სამშენებლო ბიზნესში იყო. მისი მოღვაწეობა ბიზნესში ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დაიწყო.