ოკუპაცია/დევნილები

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თავის დანიშნულ შეხვედრაზე არ მოვიდა

20 თებერვალს უნდა გამართულიყო შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ე.წ. პარლამენტის წევრებთან და ფსოუს საგუშაგოზე და სოჭის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულ 30 მოქალაქეს შორის. თუმცა, შეხვედრა არ შედგა.
სამაგიეროდ, 21 თებერვალს, 17:00 საათზე, ოთხშაბათს, „მედია ცენტრში“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დანიშნა შეხვედრა, სადაც დაკავებულთა სიიდან მხოლოდ ოთხი მოქალაქე მოიწვია.
ქუჩაში მდგარ «მინისტრისგან დაწუნებულებთან» მივიდა ე.წ. დეპუტატი ალხას ბარციცი და განაცხადა, რომ შეხვედრა არ გაუუქმებია, რადგან არ იყო მისი ორგანიზატორი და შესაბამისად, უფლებამოსილიც. ალხას ბარციცმა ასევე განაცხადა, რომ დილით სამინისტროს თანამშრომელმა აცნობა, რომ შეხვედრა არ შედგა.
ე.წ. პარლამენტარებმა პირობა დადეს, რომ დღეს, 22 თებერვალს, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დაუკავშირდებიან და შეხვედრის ორგანიზებაში იშუამდგომლობენ.

მსგავსი პოსტები

აშშ-ს საელჩო მკაცრი ტონით მიმართავს რუსეთის ფედერაციას

Joni Kvaracxelia

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს შეუერთდა

Joni Kvaracxelia

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიებული აღარ არის

დატოვე კომენტარი