ოკუპაცია/დევნილები

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა (ვიდეო)

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა, იუწყება «ნოვაია გაზეტა»- ს კორესპოდენტი.

”დიახ, მე წამოვედი”, — განუცხადა ხაჯიმბამ «ინტერფაქსს».

კითხვაზე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას იგი 22 მარტს დაგეგმილ ხელახალ არჩევნებში, მან უპასუხა: ”ცხოვრება გვიჩვენებს”.


«ნოვაია გაზეტას»- ს კორესპოდენტის ცნობით, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ხაჯიმბას რეზიდენციაში ამაღამ. მათ უკვე დატოვეს ეს ადგილი. ისინი ერთმანთს ულოცავდნენ ხაჯიმბას თანამდებობიდან გადაყენებას. ამ წუთებში რეზიდენციასთან ისმის სროლის ხმა.

აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, სერგეი შამბამ წაიკითხა ხაჯიმბას განცხადება მისი გადადგომის შესახებ: ”მე ვთმობ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით”, — ნათქვამია მასში (ციტირება ТАСС).

ხაჯიმბას გადადგომა ურჩია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ა.წ. 9 იანვარს საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, თუმცა ხაჯიმბა ამ წუთამდე უარს აცხადებდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-ს საელჩო მკაცრი ტონით მიმართავს რუსეთის ფედერაციას

Joni Kvaracxelia

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა აღშფოთებულია რუსეთის დესტრუქციული ქმედებით

Joni Kvaracxelia

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვაცის ქორწილი“-ს გამო ბლოგერი სცემეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი