კრიმინალისიახლენი

აფხაზეთის ე.წ. პოლიცია  41 წლის თურქეთის მოქალაქეს ეძებს

აფხაზეთში 41 წლის სელიმ კაია თურქული სეინერის კაპიტანი გახლავთ. ადგილობრივები ჩივიან, რომ ის ოჩამჩირის ტერიტორიზე  ქაფშიას სეზონზე უკანონო თევზჭერას ეწევა. ნიღბიანმა პირებმა სელიმი საკუთარი მანქანით გაიტაცეს. BMW-ს მარკის ავტომობილიდან სელიმის მძღოლი, რომელსაც ის კაფედან ნავსადგურში უნდა წაეყვანა, გადმოაგდეს და მანქანით გაიტაცეს. მეორე დღეს სოფელ ბესლახუბასთან მანქანა იპოვეს, მას საქარე მინა დახვრეტილი ჰქონდა. გამტაცებლები უკვე დაუკავშირდნენ დაზარალებულის ოჯახს და გამოსასყიდი, 100 000 ამერიკული დოლარი მოითხოვეს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

19 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ იდგა

დიღომში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

რატომ ანთავისუფლებს სანქციებისგან ტრამპი რუსეთს

დატოვე კომენტარი