სკანდალი

«აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების» დღის აღსანიშნავ სარეკლამო ბანერზე ქართველები გამოჩნდნენ

სოხუმში ე.წ. დამოუკიდებლობისა და გამარჯვების 26-ე წლისთავის აღსანიშნავად ბანერები გამოფინეს სადაც გამოსახული იყო ტანკი ქართველი ჯარისკაცებით.

ბანერი სარეკლამო კომპანის «დი-გრაფიკმა» დაამზადა და ამისთვის კომპანიის დირექტორს, სტელა საძბას მოუწია ბოდიშის მოხდა და ბანერების უნებლიედ ჩამოხსნა. მისი თქმით, ამ კადრის გამოჩენა მისალოც ბანერზე არავითარ შემთხვევაში არ ისახავდა მიზნად „1992-1993 წლების ომის გმირების ხსოვნის შეურაცხყოფას“.

ადგილობრივმა მედია კლუბმა „აფსნი იახას“ პუბლიკაციასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „ხელისუფლებამ აფხაზ ხალხს გამარჯვება ქართული ტანკით „მიულოცა“, რასაც «დი-გრაფიკის» დირექტორის მყისიერი კომენტარი მოყვა. კერძოდ მან აღნიშნა, რომ: ისინი მზად არიან გაითვალისწინონ დასაბუთებული პრეტენზიები, თუმცა მათთვის მიუღებლია „დაღუპულთა ნათელი ხსოვნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ „საბრძოლო დიდების მუზეუმს“ დაავალა 15 ნოემბრამდე შეისწავლოს მუდმივ ექსპოზიციაში არსებული ფოტოები და დაადგინოს მათი შესაბამისობა ისტორიულ მოვლენებთან მიმართებით.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მღვდელი აიძულებდა მრევლის წარმომადგენლებს ბიზნესპირამიდაში ფულის ჩადებას (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

რა მტკიცებულები გადაუგზავნა პროკურატურამ მელიაზე პარლამენტს, რას წერს შალვა თადუმაძე სპიკერ თამარ ჩუგოშვილს?

აშშ-ის დაზვერვა — ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს

დატოვე კომენტარი