ოკუპაცია/დევნილები

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა გვაზავა დევნილის წინააღმდეგ

,,აფხაზთა კრების“ აქტივისტს რომან ცერცვაძეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ სასამართლოში უჩივლა პატივისა და ღირსების დაცვის მოტივით. სასამართლო განხილვა დღეს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქმე ეხება გაზეთ ,,ქრონიკა +“-ში (30.05.2016) გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც რომან ცერცვაძე ადასტურებს აფხაზეთის ომის დროს გია გვაზავას სახლში ჰუმანიტარული დახმარების საწყობის არსებობას. აი, ეს ციტატა ამ ინტერვიუდან, რომელმაც ასე შეაწუხა ჩვენი პატივცემული თავმჯდომარე:

,,სოხუმში უშიშროების ინსტრუქტორად ვმუშაობდი. მორიგე ვიყავი. ამ დროს მითხრეს, რომ ოპერაციაზე ვიყავით წამსვლელები. მანქანაშივე გავიგე, რომ გია გვაზავას სახლში ჰუმანიტარული ტვირთი ჰქონდა. მაშინ ის გვაზავა მთავრობაში ჰუმანიტარული დახმარების სექტორს ხელმძღვანელობდა. ოპერთანამშრომელი არ ვყოფილვარ და ინფორმაცია უშუალოდ ჩემთან არ მოდიოდა, რაც ვნახე იმას ვყვები. როგორც მითხრეს, მისი მშობლების სახლი იყო, მოხუცმა ქალბატონმა გაგვიღო კარი. სამნი ვიყავით., ერთი მათგანი გარდაიცვალა და მეორე მოსკოვშია. როდესაც სახლში შევედით, ყუთებით კარაქი ვნახე, ძალიან დიდი რაოდენობით იყო ე.წ. ტუშონკა, ფქვილი, წიწიბურა, მარცხენა მხარეს ტანსაცმელი, ლეიბები და ასეთი სახის საქონელი ეწყო. სულ რამდენიმე წუთით მოვიდა გვაზავა და უცებ წავიდა. მერე 2 ცალი 8-ტონიანი ,,კამაზი“ მიაყენეს, ჩატვირთეს და წაიღეს. არ ვიცი ეს ტვირთი მოსახლეობისათვის იყო განკუთვნილი, თუ ჯარისთვის, მაგრამ ის ვიცი, რომ იქ არ უნდა ყოფილიყო და არც იმას მიუღია, ვისთვისაც განკუთვნილი იყო. ჯერ ერთი, ამ ტვირთის შენახვის არანაირი ნორმები არ იყო დაცული. მეორეც-კერძო სახლში ინახებოდა. ომის დროს ეს არის უმსგავსოება და არაადამინობა! აღნიშნული ფაქტი მოხდა 1993 წლის აგვისტოს დასაწყისში, თვენახევარში სოხუმიც დაეცა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ამ ადამიანს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არ აქვს, არასოდეს ჰქონია.

დღევანდელ სხდომაზე გვაზავას წარმომადგენლის შუამდგომლობით საქმე სოხუმის სასამართლოს გადაეცა. ფორმალურად ამის უფლება ჰქონდა, რადგან ორივე მხარე დევნილია. თუმცა, ალბათ, იმედი აქვს, რომ თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოხუმის სასამართლოში უფრო მეტი შანსი აქვს, თორემ ძლივს დაწყებულ პროცესს თავიდან რატომ დაიწყებდა სხვა სასამართლოში.

იქაც მოვუგებთ!

მალხაზ პატარაია, მოძრაობა «დაბრუნება», საქმის ადვოკატი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ირაკლი ახალაია — უცნობი ისტორია

დაურ ბუავამ მიიღო გადაწყვეტილება იცხოვროს ჩვენთან, ქართველების გვერდიგვერდ

Joni Kvaracxelia

ირაკლი კობახიძეს: გათავისუფლდით საკუთარი ილუზიებისგან

დატოვე კომენტარი