სხვადასხვა

“აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი რუსული ტვირთების გატარება საკუთრივ საქართველოს ინტერესებს ავნებს”-ბორის სოკოლოვი

”ინტერპრესნიუსი” ცნობილ რუს ისტორიკოსს, მეცნიერებათა დოქტორს, 2008 წლის სექტემბერში გახმაურებული სტატიის „წაგლეჯა სუდეტურად“ ავტორს ბორის სოკოლოვს ესაუბრა. საუბარი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს შეეხო,  ისტორიკოსი აგრეთვე შეეხო მოსკოვსა და თბილისს შორის ხელმოწერილი შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთიდან აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიების გავლით შესაძლებელი იქნება რუსეთიდან სომხეთსა და ირანში ტვირთების გადაზიდვა, რის კონტროლსაც შვეიცარიული კერძო კომპანია გაუწევს მონიტორინგს, ეს დოკუმენტი არც არავის არ უნახავს თუმცა ამაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს:

“- ამ საკითხში უდიდესი როლი ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. თუ ქართული მხარე აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთსა და ირანში ტრანსპორტირებას დათანხმდა, ეს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის მაჩვენებელი იქნება.

მოსკოვს ევროპის გახლეჩაში შანსები არ აქვს. ასეა იმის გამო, რომ ევროპას გაცნობიერებული აქვს – რუსეთი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ასე იქნება თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი რუსული ტვირთების გატარება საკუთრივ საქართველოს ინტერესებს ავნებს. ამით თბილისის გარდა ყველა მოიგებს. მხედველობაში მაქვს მოსკოვი, ერევანი, სოხუმი და ცხინვალი.

ვიმეორებ, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ ტვირთებს სომხეთისთვის აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთზე” გაატარებს, ეს მისი პრორუსულობის მკაფიო გამოხატულობა იქნება”-აცხადებს ბორის სოკოლოვი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

შალვა შავგულიძის პასუხი ელისო კილაძის შეკითხვებზე

Joni Kvaracxelia

“მთავარი არხის” ჟურნალისტს ეთერში ჩართვის დროს ხელი შეუშალეს-უკიდურესი დაძაბულობა “ევროპული საქართველოს” ოფისთან (ვიდეო)

ე.წ.კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

roma sajaia

დატოვე კომენტარი