ოკუპაცია/დევნილებიპუბლიკაციები

„…აფხაზები — ეგროსის ჩამომავალნი არიან“

ნიკო ბერძენიშვილს ქართველთა ეთნიკური ისტორიის შესახებ იშვიათი მიგნებები ჰქონდა. სამწუხაროდ, თავის დროზე გამომრჩა მისი ერთი წინადადება, რომ (ვახუშტით) „…აფხაზები — ეგროსის ჩამომავალნი არიან“ (სის, 1990, გვ. 620). მართლაც, ვახუშტი ამას აღნიშნავს: „ხოლო ამ ეგრისის მდინარესა ზედა, მთას შინა, არს ეგრი, სადაცა მოვიდა პირველად ეგროს ძე თარგამოსისა. და აქა აღაშენა ქალაქი და დაიპყრა საზღვარი თვისი. არამედ ამას შემდგომად უწოდეს ბედია, რომელი დასვა მეფემან ფარნაოზ ქუჯი ერისთავად რიონის დასავლეთისა /ვინათგან ჰპოვა ბედი// მერე აფხაზთა მეფის ლევანისაგან განიყო, და ცხომის ერისთავი სხვა, ბედიისა სხვა, აფხაზთა სხვა“. აშკარაა, რომ ვახუშტის რაღაც სხვა წყარო ჰქონდა, რომლის თანახმად თავდაპირველად თანამედროვე აფხაზეთი მთლიანად ეგრისის განუყოფელი ნაწილი იყო, ეგროსის შთამომავალთა განსახლების არეალი იყო და მხოლოდ გვიან გაიყო ბედიის, ცხომის და აფხაზთა „ქვეყნებად“. ეს უკანასკნელი კი თანამედროვე აფხაზეთის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მოიცავდა.

საუკუნეების განმავლობაში მაინც როგორ შემოგვეფცქვნა ხელში ქართველთა განსახლების ვრცელი არეალი? ამის დამადასტურებელი ყველაზე დიდი წყარო კი ფონეტიკაა — ქართველთა არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მის ჩრდილოეთითაც დიდ ტერიტორიაზე დაფიქსირებული თანხმოვანკომპლექსიანი (ბღ-ფხ-პყ, დღ-თხ-ტყ, ძღ-ცხ-წყ, ჯყ-ჩხ-ჭყ) ტოპონიმები მხოლოდ ქართველური ენებისთვისაა დამახასიათებელი. ეს მიგნება კი გიორგი ახვლედიანს ეკუთვნის!

როლანდ თოფჩიშვილი, ცნობილი ეთნოლოგი

ისტორიის ინსტიტუტის, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სამი ახალი შემთხვევა covid-19 ის ოკუპირებულ აფხაზეთში

«გვეღირსება და მოვესწრებით მალე იმ დღეს, როცა ყველა ერი და მსოფლიო იქნება თავისუფალი»

დასავლური 8 მაისი თუ რუსული 9 მაისი?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი