დღეს დავით გარეჯში მშვიდობიანი აქცია გაიმართა, საქართველოს დროშებით აღჭურვილმა მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
მშვიდობიანი აქციით ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა დროულად იქნეს მოგვარებული.
აქციაზე იმყოფებოდნენ ცნობილი ადამიანებიც, რომელთა შორის იყო მწერალი დათო ტურაშვილი. აქციაზე აგრეთვე იმყოფებოდა ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომლის ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა მზაობა, რომ დავით გარეჯში დაიწყება პატრულირება.
Loading…
