კრიმინალისკანდალი

,,აფრასიძეების საქმის’’ გრიფით-,,საიდუმლო’’ დეტალები !

ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა აფრასიძეების თემა, რომელიც ქართულ რეალობაში ბოლო  ოცდაათი წელია მეტ-ნაკლები  სიმძაფრით აქტუალობას არ კარგავს. მაინც ვინაა ეს უბრალო სვანი ოჯახი, რომელთა არც ერთ წევრს მეტ-ნაკლები მნიშვნელობის სამსახურეობრივი პოსტი საკუთარ რაიონშიც კი  არასოდეს  ჰქონია.  არც კულტურის, სპორტის ან სხვა რაიმე სფეროში გამორჩეულან. არც საქართველოს დასაცავად უბრძოლიათ. მიუხედავად ამისა,  საქართველოში ძნელად თუ მოიპოვება ოც წელს გადაცდენილი ადამიანი, რომელსაც მათ გვართან კონტექსტში არ სმენია ნაირ-ნაირი კრიმინალური მითები. დავინტერესდით და შევეცადეთ მითებში რეალობა გვეპოვა.

პირველად სამართალდამცველი ორგანოები უფროსი აფრასიძით 1964 წელს დაინტერესდნენ. ის მკვლელობისათვის იძებნებოდა.  ხშირი ოჯახური კონფლიქტების შემდეგ   დის ქმარს, გვარად პირველს,  ჩაუსაფრდა და მოკლა. თექვსმეტი წლის განმავლობაში იყო ძებნილი ევგენი აფრასიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  არაერთი უშედეგო სპეცოპერაცია ჩაატარა.  ამ წლების მანძილზე მან ცოლი, დოდო სიდიანი  შეირთო, სამი ვაჟი-შმაგი, გოჩა და ომეხი  შეეძინა და თავის მშობლიურ სოფელ ეცერში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, სახლსაც კი იშენებდა.  როგორც პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ჯაფარიძე იხსენებს, მას ოთხწლიანი ოპერატიული მუშაობა დასჭირდა, რომ დაახლოებოდა  ევგენი აფრასიძეს, რადგანაც ის საკმაოდ ჭკვიანი იყო და სოფლის მხარდაჭერაც ჰქონდა. ჯაფარიძე ცემენტის გამყიდვლად გაეცნო და ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ სპეცჯგუფთან ერთად  შესძლო  მისი მოტაცება.

ევგენის უმცროსი ვაჟი-ომეხი, პირველად 1990 წელს მკვლელობისათვის რუსეთში დააპატიმრეს. ორენბურგის სასამართლომ ექვსი წელი მიუსაჯა. იქიდან 1991 წელს  თბილისში გადმოიყვანეს და საგარეჯოს კოლონიაში უნდა მოეხადა სასჯელი, მაგრამ ომეხი ციხიდან გაიქცა. კარგა ხანს იძებნებოდა, შემდეგ კოლონიები გაუქმდა და მას ძებნა მოეხსნა.

შემდეგ 1992-93 წლებში  იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში. ამ პერიოდისათვის აფრასიძეებს თავიანთი სახლები ციხესიმაგრეებივით ჰქონდათ  გამაგრებული. როგორც მომსწრეები და თვითმხილველები ყვებიან, აფხაზეთიდან სვანეთის გზით გამოსული იარაღის, ქონებისა და მანქანების დიდი წილი სწორედ აფრასიძეების ,,საბაჟოს’’ გადიოდა და ყველაფერი იქ რჩებოდა.

ამრიგად, ისინი დიდძალი არსენალის და ქონება-შეძლების პატრონები გახდნენ. ამბობდნენ, მათი შიშით სვანეთს ჩიტიც ვერ გადაუფრენსო… შესაბამისად გაიზარდა მათი გავლენა არა მარტო დასავლეთ საქართველოში. ისინი ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის. სამთავრობო ეშელონების წარმომადგენლებს, შს მინისტრის დონეზეც კი, როგორც სწორს ისე ესაუბრებოდნენ. იყო ულტიმატუმების წაყენების შემთხვევებიც…

აფრასიძეების კლანის სამათეულწლიან კრიმინალურ ისტორიაში არა ერთი სისხლიანი გვერდი და ადამიანების უბედურებაა.  მოკლედ მოვყვები რამდენიმეს, რომელთაც დღემდე შიშით იხსენებენ სვანეთში.

1994 წელს  აფრასიძეებს აფხაზეთიდან გადმოყვანილი მანქანა სახლიდან მოპარეს. მას ბეჩოში, უშხვანების სახლში მიაგნეს. აფრასიძეებს მანქანა არ დაუბრუნეს უშხვანებმა. განაწყენებული ევგენი და მისი ერთ-ერთი ბიჭი უშხვანებს სახლში მიუვარდნენ. შელაპარაკებას ჩხუბი და ორმხრივი სროლა მოჰყვა. აფრასიძეებმა მოკლეს გოჩა და ლაშა უშხვანები და ასლან არღვლიანი. ამ დანაშაულის შემდეგ სამი გვარი ერთმანეთს გადაემტერა…

აფრასიძეებს  მესტიის პროკურორ ბუთული მჭედლიანის გატაცებაშიც სდებდნენ ბრალს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიის სამსახური ნარკოტიკული საშუალებების  გასანადგურებლად სვანეთში სპეცოპერაციას ატარებდა. პოლიცელებმა  მესტიაში ომეხი დაიჭირეს. ევგენიმ პოლიციას შეუთვალა, ჩემს შვილს თუ არ გაათავისუფლებთ, ძვირი დაგიჯდებათო. პოლიცია გაჯიუტდა, არ წავიდნენ ულტიმატუმზე. ევგენიმ ტყვიამფრქვევი შარაგზაზე გამოიტანა და ჩაუსაფრდა, რათა პოლიციისათვის სვანეთიდან ომეხის წაყვანის საშუალება არ მიეცა. პოლიციის მანქანა სვანეთს ვერანაირად ვერ დატოვებდა აფრასიძეების სახლთან გაუვლელად.  ამ დაძაბულ დროს გამოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენი. ევგენიმ ჩათვალა, რომ ამ გზით მიჰყავდათ ძალოვანებს მისი შვილი და შვეულმფრენს ცეცხლი გაუხსნა. ძალოვანებმა უკან დაიხიეს, შვეულმფრენი თბილისში დაბრუნდა. სწორედ ამის შემდეგ ევგენიმ  პროკურორი მძევლად აიყვანა და შვილში გაცვალა.

სვანეთში აფრასიძეებზე  გადამტერებული მორიგი გვარი ვიბლიანებისა იყო. ევგენიმ შელაპარაკების შემდეგ სამი შვილის მამა, ჯიუდონ ვიბლიანი, მისი ცოლის თვალწინ  მოკლა. როგორც სვანები ამბობენ, ამ მკვლელობამ  სახელი გაუტეხა  ევგენის, რადგანაც ვიბლიანი სამაგალითოდ წესიერი ადამიანი იყო.  ამავე დროს გაზარდა შიში უბრალო მოსახლეობაში. კიდევ ერთხელ დადასტურდა,  რომ აფრასიძეებს ადამიანის მოკვლა არაფრად უღირდათ.

აღნიშნულის მორიგი დადასტურება იყო, როდესაც ძებნილი ევგენი აფრასიძე პოლიციამ ზუგდიდში დააფიქსირა. აედევნნენ. ეს არც ძებნილს გამოჰპარვია, მანქანა იქვე მიატოვა, მიმალვამდე კი პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა. ადგილზე დაიღუპა მურზაყან დადეშქელიანი. აფრასიძეებს კიდევ ერთი გვარი გადაეკიდა მტრად.

1994 წელს დიდძალი ყაჩაღობისთვის  დააკავეს ახალგაზრდების ჯგუფი. მათ შორის გოჩა აფრასიძე. როგორც იხსენებენ, ის ბიძასთან იყო შეფარებული მოტაცებულ არასრულწლოვან  გოგოსთან ერთად.   გამომწვევად იქცეოდა, რადგანაც დარწმუნებული იყო  ეს დანაშაულიც ისე ჩაივლიდა როგორც სხვა უამრავი. მართლაც, დაკავებიდან მესამე დღეს პოლიციას თავს დაესხა 50 კაცი და იარაღის გამოყენებით გაიტაცეს სამივე დაკავებული. ასეთი და მსგავსი ქმედებები უყალიბებდა აფრასიძეებს დაუსჯელობის სინდრომს და ისინიც სვანეთისკენ, სამეგრელოში, თუ მათთვის საინტერესო რაიმე გაიჭაჭანებდა, თავიანთ ციხესიმაგრეში ეზიდებოდნენ. მათ შორის საერთაშორისო დონის ჰუმანიტარულ ტვირთსაც კი. მათ თავგასულობას იმდენად არ ჰქონდა საზღვარი, რომ ერთი პარტია ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული მანქანები, რომელსაც ინგლისელი ქალბატონი თვითონ მოყვებოდა, დაისაკუთრეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონს ფეხი ჰქონდა პარალიზებული,  წაართვეს მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა. მიიტაცეს მგზავრთა პირადი ნივთები.

ასევე მათ გაიტაცეს გაეროს თანამშრომელი, ბიზნესმენი ფილფანი, გვიჩიანის თოთხმეტი წლის ვაჟი და სხვა.  მძევლებში თხოულობდნენ და ღებულობდნენ   დიდძალ გამოსასყიდს.  მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ  სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან. მათ სახლებს უამრავი ძებნილი აფარებდა თავს.

გაუტეხელ ციხესიმაგრედ დარჩენას, გარდა საკუთარი აგენტურული ქსელისა,  აფრასიძე ტექნიკური მოწყობილობებითაც ახერხებდა. კერძოდ, სახლში       დამონტაჟებული სპეციალური აპარატურით იგი პოლიციის რაციებსაც კი უსმენდა. აფრასიძის სახლამდე შეუმჩნევლად მისვლა შეუძლებელი იყო, რადგან გორაკზე ასვლამდე მთელი სოფელი უნდა გაგევლო და რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში აფრასიძე ავტორიტეტითა და შიშით  სარგებლობდა, უცხო პირების გადაადგილების შესახებ მას სწრაფად ატყობინებდნენ.  ასევე აფრასიძის საკმაოდ დიდი ეზოს ოთხივე მხარეს სპეციალური კოშკურები იდგა, სადაც ოჯახის წევრები და აფრასიძეებთან შეფარებული სხვა ადამიანები ოცდაოთხი  საათის განმავლობაში მორიგეობდნენ. აფრასიძეების ოჯახობა კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა -ქალები  ბავშვებს ზრდიდნენ,  ხანდახან  მეზობლებშიც გადადიოდნენ.    პირადად  ევგენი აფრასიძე განსაკუთრებით ფრთხილობდა. დღეში რამდენჯერმე პირადად ჩამოივლიდა საგუშაგოებს, ხოლო ღამით სპეციალური ღამის ხედვის მოწყობილობას ირგებდა, დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას იღებდა და გარემოს ზვერავდა. მეზობლები და ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ევგენი აფრასიძეს ეს პროცესი დაერღვია ან თავისი მთავარი პრინციპისთვის ეღალატა-არც ერთი წვეთი ალკოჰოლი. სამაგიეროდ, მამისგან განსხვავებით, ბოჰემურ ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ შვილები, განსაკუთრებით გოჩა და ომეხი. მამის შიშით მოსახლეობა ხმას ვერ იღებდა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ ძმები წმინდა წყლის ყაჩაღები იყვნენ.  განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით ძმებში ომეხ აფრასიძე გამოირჩეოდა. იგი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც იყო და მუდამ გააჩნდა წყარო, რომელიც მას ჰეროინით ამარაგებდა. ძალიან უყვარდა ოქროს სამკაულები და მათ დემონსტრირებასაც არ ერიდებოდა.  ძებნილობის პერიოდში იგი ხშირად ჩნდებოდა ხალხში და ხაზს უსვამდა, რომ არავისი  ეშინია. ცნობილია, რომ სწორედ ომეხ აფრასიძეს გადასცეს კალაძეებისგან აღებული 200.000 დოლარი.

დიახ, მათ მიერ  გატაცებულ მძევლებში ბოლო,  2003 წელს  გატაცებული კახა კალაძის ძმა, ლევან კალაძე იყო. აფრასიძეები 2003 წლის ივნისში დაუკავშირდნენ მამას, კარლო კალაძეს და მოსთხოვეს შვილის საფასური 200 000 დოლარი. კალაძეებმა თანხა გადაიხადეს, მაგრამ ლევანის კვალი ეგრევე დაუდგენელი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მოსული მთავრობის გუნდში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად კახა კალაძე მოგვევლინა, მისი ძმის გატაცება-მკვლელობის, თანხის  გამოძალვის საქმე წინ არ წასულა. ყოველ შემთხვევაში ამაზე საჯარო ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეს მოგვიანებით…

2004 წლამდე აფრასიძეების კლანის წინააღმდეგ სამხარეო მილიციის მიერ რამდენჯერმე ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაციები. რომელიც ყოველ ჯერზე პოლიციელების დახოცვით მთავრდებოდა. ბოლოს 1997 წელს ჩატარებული ასაყვანი ოპერაციის შედეგად კიდევ სამი პოლიციელი შეიწირეს აფრასიძეებმა.  ამ სპეცოპერაციებზე და დაღუპულ პოლიციელებზე უფრო კონკრეტული ინფორმაცია დაბლოკილია.

2003 წელს ,,ვარდების რევოლუციით’’ ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ თავის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ პირველად კრიმინალთან ბრძოლა დასახა. ცხადია, მათი ყურადღების ცენტრში მოექცა დასავლეთ საქართველოში გამეფებული აფრასიძეთა კლანი. ამასთან, თითქმის ყოველდღე ექს-პრემიერმინისტრი კახა კალაძე და მამამისი კარლო კალაძე იმყოფებოდნენ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძესთან თხოვნით,  დახმარებოდნენ  შვილის და ძმის, მძევლობაში მყოფი ლევან კალაძის დახსნაში. ასევე აწვდიდნენ ახალ ახალ ინფორმაციებს აფრასიძეთა შესახებ. ცნობილია  კახა კალაძის და მამამისის მეგობრული კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან და ყველა მთავრობასთან. (ფოტოზეა კახა კალაძე კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად)

2004 წლის 23-24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიგეგმა სპეცოპერაცია აფრასიძეების კლანის გასანეიტრალებლად.  რომლის შესახებ როგორც წყარო გვატყობინებს, აფრასიძეებს ჰქონდათ ინფორმაცია, რადგანაც პირველივე შვეულმფრენის გამოჩენისტანავე ტყვიამფრქვევიდან გაუხსნეს ცეცხლი. დააზიანეს კიდევაც.  სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ  გულუას სახელობის სპეცრაზმი, მეთაური პოლკოვნიკი ქაჯაია, ანტიტერორისტული ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებიდან  დაჯგუფებები,  დაახლოებით ათასამდე  კაცის შემადგენლობით.  11 შვეულმფრენით, სოფელ ეცერის თავზე, დილის 7 საათზე გამოჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძის და სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა მონათხრობით,  აფრასიძეებმა შვეულმფრენებს ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან ჰაერშივე გაუხსნეს, რამდენიმე ტყვია მოახვედრეს და დააზიანეს კიდეც. დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი.  თვითმხილველთა თქმით, სროლები სახლიდან ისმოდა. ორმოცწუთიანი ფაქტიური ორთაბრძოლის შემდეგ, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სროლების შედეგად გარდაიცვალნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები. მძიმედ დაჭრილი შმაგი და გოჩა აფრასიძეები და მათთან თავშეფარებული ერთი ძებნილი, ეროვნებით რუსი, ვინმე მურავიოვი, ეცერში დაკავებულ სხვა პიროვნებებთან ერთად, სამართალდამცველებმა ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. მესტიის პროკურორის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ავტომატები, ტყვიამფრქვევები და სხვა შეიარაღება.  პროკურორის თქმით, აფრასიძეების სარდაფში დიდძალი ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო, რომლებიც სროლების დროს აფეთქდა და სახლი დაიწვა. ევგენი აფრასიძეც სწორედ ამ აფეთქების დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის მონაწილეები იხსენებენ, რომ სროლების დამთავრების შემდეგ ორი საათის განმავლობაში სახლთან ვერავინ მიდიოდა, რადგანაც შიგნით მომარაგებული ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა ფეთქდებოდა.

,,ფაქტიურად ეს იყო დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამა, ევგენი აფრასიძე. ომეხი ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. მათი ცოცხლად აყვანა ვერ მოხერხდა. სახლში დიდი არსენალი ჰქონდათ. ორი საათის განმავლობაში ფეთქდებოდა ტყვია-წამალი, სახლი მთლიანად დაიწვა.  სავარაუდოდ, ევგენი  ცეცხლში  ჩაიწვა. მისი გვამი ვერ ვიპოვეთ.’’- ამბობს სამძებროს უფროსი ზაზა ფერაძე.

,,უფრო მეტი ძალა რომ გვყოლოდა, უფრო მეტს გავაგზავნიდი. ჩვენგან იქ გაგზავნილ პოლიციელებს ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება : დააპატიმრეთ, მაგრამ თუ გესროლეს, კუდამოძუებული არ გამობრუნდეთ, საპასუხო ცეცხლი გაუხსენით. იქ გაგზავნილი იყო შსს-სა და უშიშროების სპეცრაზმის მთელი შემადგენლობა და ათასამდე პოლიციელი ასევე 11 ვერტმფრენი, ყველა, რაც გვყავდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან იქ მყოფი კრიმინალები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ წინააღმდეგ იყო დიდი ძალა, თორემ მე რომ იქ 50 პოლიციელი გამეგზავნა, 50 ცხედარს ჩამოვასვენებდით ეცერიდან.

ერთ-ერთ ვერტმფრენს, სადაც 11 სპეცრაზმელი იჯდა, იმ სახლიდან (თუ საიდანღაც, რომელიღაც ადგილიდან, რომელსაც თვითონ აკონტროლებდნენ) ესროლეს და იმ მფრინავმა, სხვათა შორის, ჯილდოც მიიღო, რადგან ვერტმფრენის უსაფრთხოდ დასმა მოახერხა. იქ იყო ომი, რადგან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას იმ ადამიანებმა. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები დავაპატიმრეთ’’-  ასე იხსენებს თავად გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის დეტალებს და აბსურდულს უწოდებს აფრასიძეების ოჯახის წევრების  მტკიცებას იმის თაობაზე, თითქოს ცეცხლმოდებული სახლის წინ იდგა და ხელებს ითბობდა  და ბავშვის ველოსაპედი ცეცხლში შეაგდო.

ადგილზე ჩასულმა უშიშროების მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ოპერაცია წარმატებულად შეაფასეს. სპეცოპერაციით კმაყოფილი დარჩა ქვეყნის პრეზიდენტიც : ,,სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია და კრიმინალური დაჯგუფებების დაკავება ჩემი დავალებით მოხდა. ეს კრიმინალური ჯგუფი უკვე ნამდვილ ბანდად ჩამოყალიბდა  და ათეულობით წლების მანძილზე ატერორებდა დასავლეთ საქართველოს. მათ ათეულობით ადამიანი ჰყავთ მოკლული,  წინა ხელისუფლებამ მათი დაკავება ვერ შესძლო. ჩემი მმართველობის პერიოდში ასეთი დაჯგუფებები არ შეიძლება პარპაშებდნენ.’’

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპერაციის შედეგად, ოფიციალური ვერსიით, ევგენი აფრასიძის გვამი ალმოდებულ სახლში დაიწვა.  ბავშვები და ქალები არ დაზარალებულან. სხვა აყვანილებთან ერთად, დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მურავიოვი, რომელსაც რუსეთის მილიცია ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან ეძებდა.  გოჩა მძიმედ დაიჭრა, ის და მისი ძმა შმაგი დააკავეს და გაასამართლეს.  გოჩა აფრასიძეს მიესაჯა 19 წელი, შმაგის-17 წელი.

ამ ძალიან რეზონანსულ სპეცოპერაციას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები და რეაქცია მოყვა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. განსაკუთრებით აქტიურობდა აფრასიძეების ოჯახის დედა-დოდო სიდიანი-აფრასიძე. ოჯახის სხვა ნათესავები, რომლებსაც შურისძიების და რევანშის სურვილი არ ასვენებდათ. სვანური სისხლის აღების ტრადიცია პირდაპირ ავალდებულებდა მოქმედებისაკენ. როგორც წყარო იუწყება, მათი მოქმედება გაცილებით თავისუფალი და სასტიკი გახდა 2012 წლის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ. რადგანაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა კრიმინალების მიმართ შემწყნარებელი ხელისუფლება. მათ ამინისტიით გამოუშვეს ასობით მრავალგზის გასამართლებული პატიმარი. მათ შორის 17 და 19 წელიწადმისჯილი აფრასიძეები. ამასთან იუსტიციის მინისტრად დაინიშნა მათი ნათესავი, სვანი, კრიმინალებთან მეგობრული ურთიერთობებით  ცნობილი თეა წულუკიანი. (ფოტოზეა ქალბqტონი წულუკიანი მეგობარ კრიმინალთან ერთად) მათ გვარს მფარველობდნენ პარლამენტის სვანი დეპუტატები კვიციანი, სუბარი, ჯაჭვლიანი და სხვები.

ე.წ. პოლიტიკური სტატუსით ამნისტირებული კრიმინალების მიერ  მოკლული არიან  პოლიციის ოფიცრები  გელა ფიცხელაური, ბექა მარგიშვილი, თარაშ მუკბანიანი, გიორგი რატიანი, გიორგი ბერუაშვილი და სხვები.

ასევე პირდაპირი და შეფარული დევნა-ტერორი განხორციელდა სპეცოპერაციაში მონაწილე  არაერთ ოფიცერზე და სპეცრაზმელზე. წყარო ყვება ოფიცერზე, რომელსაც სვანებმა შურისძიების მიზნით მანქანა დაუმტვრიეს, თვითონ ცემეს და ტყეში მიატოვეს. ასევე სპეცრაზმელზე, რომელსაც ცოლი მოუტაცეს და მხოლოდ მათთვის ანგარისგასაწევი ავტორიტეტების ჩარევით გახდა მისი დახსნა შესაძლებელი რამდენიმედღიანი ტყვეობის შემდეგ. იყო ისეთიც, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე ქალბატონს თვითონ დოდო სიდიანი დაუდარაჯდა რამდენჯერმე და ფიზიკურად გაუსწორდა და  ა.შ. თვითონ დედა-დოდო სიდიანი უწევდა ორგანიზებას მისი კრიმინალური ოჯახის გაუვნებელყოფის სპეცოპერაციაში მონაწილეთა დასჯას.   სპეცოპერაციის მონაწილეთა მიმართ გატარებული ,,სადამსჯელო მოქმედებები’’  გაუხმაურებელი და დაუსჯელი რჩებოდა. ადვილი წარმოსადგენია რიგითი ოფიცრების და სპეცრაზმელების მიმართ სვანური კლანის თვითნებობა, როდესაც მედია-საშუალებებში არაერთხელ გაჟღერდა მუქარა პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის მიმართ. რომელიც მთავრობის შეცვლის შემდეგაც პარლამენტის წევრია  და შესაბამისად, სადეპუტატო იმუნიტეტი  იცავს.

ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ და ბევრმა  პროევროპულად განწყობილმა პარტიამ გააკეთა განცხადება, რომ ყველა სპეცრაზმელზე, რომლებიც ჩართული იყვნენ აფრსიძეების სპეცოპერაციაში, მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მოიპოვონ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ბრალდებები.

გივი თარგამაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი  ,,-ამ საქმეზე დაიკითხა და ასზე მეტ სპეცრაზმელს აიძულებენ ერთსა და იგივეს, რომ მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდა ბრძანებას ამ ოჯახის ლიკვიდაციაზე.’’  ეს სპეცრაზმელები დაითხოვეს სამსახურებიდან და პროკურატურაში ჩამოართვეს საქართველოდან გაუსვლელობის ხელწერილები.  რაც გრძელდება 2012 წლიდან დღემდე. ეს სპეცრაზმელები ფაქტიურად არიან ხელისუფლებაში სვანური კლანის მძევლები. ერთ-ერთია პოლკოვნიკი ზურა ქაჯაია, რომელიც პირდაპირ აეროპორტიდან აიყვანეს,  როგორც საშიში დამნაშავე.  საქართველოში წარმოებული ყველა ომის მონაწილე, რომელიც დაჯილდოებულია გორგასლის II და III  ხარისხის ორდენებით, ღირსების და სხვა ორდენებითა და მედლებით.  პროფესიონალი სპეცრაზმელი, რომელსაც ორმოცდაათამდე წარმატებული გადასვლა ჰქონდა მტრის ზურგში, აშკარად და სამარცხვინოდ ფაქტიურად ჩამოსვეს თვითმფრინავიდან,  როდესაც უკრაინაში მიდიოდა დაღუპული თანამებრძოლის ჩამოსასვენებლად.

სპეცოპერაციაში მონაწილე  თანამშრომელთა ნაწილმა,  მიუხედავად მრავალგვარი შევიწროებისა, სიცოცხლის გადასარჩენად მოახერხეს ქვეყნის დატოვება.  მათ შორის ბ.ჩიქობავა, ბ. გაბელაია, ნ.მელაძე, ზ. მამუჩიშვილი, ზ. ავალიშვილი, მ. მაისურაძე, ზ. ოდიკაძე და სხვები.

ირაკლი შოთაძე,  საქართველოს გენერალური პროკურატურის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე :

,,-ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სხვადასხვა პირების დაკითხვა. ერთ-ერთია ის პიროვნება, ვინც თქვენ იკითხეთ. ის პიროვნება ჩართული იყო ამ სპეცოპერაციაში. -ბარამიძე?- არ გამოვრიცხავ…

ირაკლი შოთაძემ ისე დაასრულა თავისი მოღვაწეობა გენპროკურორის პოსტზე, ეს საქმე წერტილის ოდენად წინ არ წაწეულა. შესაბამისად, არ შეცვლილა დამოკიდებულება სპეცოპერაციის მონაწილეთა მიმართ…

P.S.  აფრასიძეების საქმე გრძელდება მეექვსე წელია.  სპეცოპერაციის მონაწილეებს ექვსი წლის მანძილზე მისჯილი აქვთ, როგორც მინიმუმ, უმუშევრობა და ქვეყნიდან გაუსვლელობა.   სტატიაში არაფერია ნათქვამი  ბიძინა ივანიშვილის, კარლო და კახა კალაძეების როლზე  შსს ყოფილი თანამშრომლებისგან ,,განტევების ვაცის’’ შექმნაში.

თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა, ყველა სპეცრაზმელს და პოლიციელს მოეხსნას აკრძალვა  ქვეყნიდან გასვლაზე, ანუ გაუუქმდეთ  ხელწერილები, რომელიც პროკურატურაში დააწერიეს,   გაგრძელება იქნება…

დაისაჯონ თანამდებობის პირები, რომლებმაც გადაამეტეს საკუთარ სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და ამ ადამიანებზე განახორციელეს  ფაქტიური ტერორი.

და მაინც, როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა და მისი პატრიოტები,  რომ გაატარო რუსული პოლიტიკა, განახორციელო შემდგარი, პროფესიონალი ძალოვანების ხოცვა, დევნა, ქვეყნიდან გადინება. ზემოთჩამოთვლილზე არა ნაკლებია უმუშევრად დატოვება- ფაქტიურად, ოჯახების გაწირვა ნელი, სამარცხვინო სიკვდილისათვის…

 

ფიქრია მამარდაშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტ-გამომძიებელი

 

«Secret»  Details of «Aprasidze cases»

Recently, the Aprasidze   theme has been again activated, which in the Georgian reality has not lost its significance over the last thirty years. Still, this simple Svani family, one of which has never been the official post office of any member, has never been in its own district. Neither in culture, sport, nor in any other field. Nor did they fight to defend Georgia. Nevertheless, in Georgia, there are hardly twenty people who have been missing since they have not heard in the context of the Nair-Nair criminal myths. We got interested and tried to get a reality in myths. For the first time, the law enforcement agencies were interested in the chief Aprasidze  in 1964. He was looking for murder. After the most frequent family conflicts, the sister of the sister, first of all, has been abused and killed. Yevgeny Aprasidze was wanted for sixteen years. The Ministry of Internal Affairs has conducted several unsuccessful special operations. During these years he married his wife, Dodo Sidian, and had three sons — Shmagi, Gocha and Omekh, and lived in his hometown of Etseri with his family. Police Colonel Vakhtang Japaridze recollects that he had four years of operational work to get close to Evgeni Aprasidze because he was quite smart and had the support of the village. Japaridze got acquainted with cement sales and after four years of work he was able to steal it together with the special group.

Evgeny’s youngest son-Omekh   was first arrested in Russia in 1990 for murder. Orenburg court sentenced him six years. From there he was sent to Tbilisi in 1991 and sentenced to death in Sagarejo’s colony, but Ommekh escaped from prison. After a long time, the colonies were canceled and the search was withdrawn.

Then in 1992-93 there was a Russian-Georgian war in Abkhazia. At that time, the Aprasidzes had their hoses like fortresses.  As witnesses and eyewitnesses say, the large part of arms, property and cars out of Abkhazia from Svaneti went through the «Customs» of Aprasidzes and everything remained there.

Thus, they became patrons of great Arsenal and possessions. People were afraid that Svaneti could not even cross the frightened areas … They increased their influence not only in Western Georgia. They were not only the ordinary population to be accountable. Government echelons, and even at the level of the Minister of Internal Affairs, as well as talking to them. There were cases of ultimatums …

The criminal history of the Aprasidzes clan is not a bloody page and a misfortune of people. I would like to briefly mention some of those who still remember fear in Svaneti.

In 1994, Afrasidzes were stolen from the car from Abkhazia. He was found in Becho, home of Ushkhvani. The car was not returned by Ushkhvans. Eugeney  was offended and one of his boyfriends fell into the house. The fight was a quarrel and bilateral shooting. Aprasidzes killed Gocha and Lasha Ushkhvani and Aslan Arghvliani. Three surnames were broken after the crime …

Aprasidze was also accused of kidnapping Mestia  prosecutor Mchedliani from Batumi. At that time, the Ministry of Internal Affairs had a special operation in Svaneti to destroy narcotics. Policemen caught Omekh in Mestia. Yevgeny told police that if my son was not released, it would cost you too much. The police were stupid and did not go to the ultimatum. Yevgeny brought a machine gun on a baggage and washed away so that the police had not been able to withdraw Omekh  from Svaneti. The police car could not leave Svaneti without going to the house of Aprasidzes. In this tense time appeared a helicopter of the Internal  Ministry. Evgeny thought that this was the way the law enforcers took his son and opened fire on the helicopter. The powerkeepers retreated, the helicopter returned to Tbilisi. After that, Evgeny took the prosecutor’s hostage and transferred him to his son.

The next surname on the Aprasidzes in Svaneti was Vibliani. Eugeni’s father, Jidon Viblian, was killed in front of his wife, after the dispute. As Svans say, this killing hit the name Yevgeny, because Vibliani was a decent man. At the same time raised fear in a simple population. Once again it was confirmed that the Aprasidzes were not willing to kill people.

The next confirmation of this was when the wanted wanted Evgeni Aprasidze was shot in Zugdidi. They followed. It did not find any seeker, the car left him there and threw a hand grenade to the police. Murzakan Dedesheliani died in the scene. Another surname was attacked by Aprasidzes.

In 1994, a group of young men were detained for robbery. Including  Gocha Aprasidze. As he recollects, he was hidden with his uncle, along with a juvenile kid. Acted as a scandal, as it was sure that the offense would be as much as another. Indeed, on the third day of the detention the police attacked 50 men and seized all three detainees using weapons. Such actions and similar actions were made by the Aprasidzes syndrome of impunity, and they were in their fortresses in Svaneti, Samegrelo, or if they had something interesting to them. Including  international humanitarian cargo. Their leadership did not have the boundary that a single party was loaded with a humanitarian cargo carrying an English lady himself. Despite the fact that the lady had been paralyzed, she was taken off by a light vehicle, where she was moving. Seized the passengers’ personal belongings.

They also kidnapped UN employee, businessman Philpani, son of fourteen-year-old Gvichian and others. They were taking hostages and took a great ransom. They had close relationships with other criminal groups. Many houses were found sheltering their houses.

Apart from his own agent network, Aprasidze managed to stay in the quest for a fortress. In particular, he was listening to the police equipment, even with special equipment installed at home. It was impossible to visit the village of Aprasidze, because the whole village was to be excavated till the hill was over, and because Aprasidze used the authority and fear in the local population, he was informed of the movement of foreigners quickly. Also on the four sides of the big yard of Aprasidze, there were special towers where other members of the family and other members of the Aprasidzes were employed for twenty-four hours. The family of Aprasidzes lived in the usual way of life — the children grew up in children, sometimes even moving into neighbors. Yevgeny Aprasidze was particularly cautious. Several times a day the checkpoints appeared, and the night of a special night vision device, dragoon sniper rifle and took care of the environment. Neighbors and family members recall that there was no case yet, Evgeny Aprasidze had violated the process or betrayed his main principle — not a single alcohol. Instead, the children do not refuse Bohemia’s life, especially Gocha and Omekh. The fear of his father could not get the vote, but everyone knew that the brothers were pure robbers. Omekh  Aprasidze was distinguished with extraordinary cruelty and ruthlessness. He was also an active drug user and always had a source that was supplying him with heroin. She was very fond of golden jewelry and they did not shy away from me. During the search, he often appeared to people and stressed that no one is afraid. It is known that Omekh  Aprasidze has been given  200,000 dollars  from the Kaladze families .

Yes, Levan Kaladze, brother of Kakha Kaladze, who was kidnapped in 2003, was kidnapped last year. Aprasidzes contacted Father Karlo Kaladze in June 2003 and demanded a child’s 200,000 dollars. Kaladze had paid the sum, but Levani’s footprint was unrecognizable. Despite the fact that Kakha Kaladze was one of the key figures in the government’s government in 2012, his brother’s kidnapping and murder was not gone. In every case public information is not spread. It’s later …

Prior to 2004, the raid was carried out by the Regional Police against the Aprasidzes clan several times. Which ended with the killing of policemen every time. Finally, in 1997, another three policemen were killed by the Aprasidzes. More specific information has been blocked on these special operations and fallen policemen.

In 2003, the government that came to power with the «Rose Revolution» set out to fight for one of the first criminals among its priorities. Obviously, they were attracted to the clergy of the Aprasidzes in Western Georgia. Almost every day ex-prime minister Kakha Kaladze and his father Karlo Kaladze visited the then-Minister of Internal Affairs Giorgi Baramidze at the request of the son and brother of Levan Kaladze, who was in hostage. They also provided new information about the Apras. Kaka Kaladze and his friend’s friendly connections with the criminal world and all government. (In the photo with Kakha Kaladze with criminal authority)

On March 23-24, 2004, the Ministry of Internal Affairs was planning a special operation to neutralize the Aprasidzes clan. As the source informs, the Aprasidzes had information because fire from the machine gun came from the first helicopter. Damaged. Gulua Special Forces, Commander Colonel Kajaia, Anti-Terrorist Center, military units from the Internal Army units of the Interior Ministry took part in the special operation. 11 helicopters, on the top of the village Etseri, appeared at 7 am. According to Giorgi Baramidze, Minister of Internal Affairs and military servicemen participating in the Special Operation, the Aprasidzes opened fire from helicopters in the air, some bullets and damaged them. One of the Special Forces was wounded. According to eyewitnesses, shootings were heard from home. The first phase of the special operation was completed after a 40-minute real battle. As soon as it became known, Evgeni and Omek Aprasidze died after the shooting. The heavily-wounded Shmagi and Gocha Aprasidzes and other wanted persons, along with ethnic Georgians, murdered and murdered along with other detainees, were brought to Imereti regional police in Kutaisi. According to Merab Chikovani, Mestia prosecutor, they have been taken out of the scene by guns, machine guns and other weapons. According to the prosecutor, there was a huge bullet-gun and explosives in the basement of the Aprasidzes who exploded during the shootout and burned the house. Evgeni Aprasidze died during this explosion. The Special Operation Participants recall that after two hours after the shooting, no one could go to the house because the ammunition, the armament was exploded.

In fact, it was a group that was led by the father, Evgeni Aprasidze. Ommekh was one of the criminal bosses. They could not be taken alive. They had a large arsenal in the house. Within two hours a bullet-cache exploded, the house was burned down completely. Evgeny is likely to be burned in the fire. We have not found his body, «said Zaza Feradze, head of investigation.

«If we had more strength, I would send more. The policemen who had sent us were given a specific order: arrest, but if the grocery was not turned off, you responded to the fire. There was a whole staff of the MIA and Security Special Forces and about a thousand policemen and 11 helicopters were all sent to us. It must have been so because the criminals who were there should have been convinced that they had a big force against them, if I had sent 50 police officers there, we would have brought 50 bodies out of Ezri.

One of the helicopters, where 11 special forces were sitting, were shot from the house (or somewhere in some places, which was controlled by them) and the pilot received the award as well as the helicopter was able to safely manage. There was a war, as the brutal resistance of the police to the people. Unfortunately, two people were killed and others were arrested. » Giorgi Baramidze recalls the details of the special operation and calls absurdity of the family members of the Aprasidzes family as he was standing in front of a burning house and screaming his hands and putting the baby in the fire.

Security Minister Zurab Adeishvili and Secretary of National Security Council Vano Merabishvili evaluated the operation successfully. The president of the country was also pleased with the special operation: «The special operation conducted in Svaneti and detention of criminal gangs took place. This criminal group has been formed into a genuine band and has been terrorizing western Georgia for dozens of years. They have been killed by dozens of people, the previous government was unable to detain them. During my tenure, such groups can not be forgotten. »

According to the official version, Eugeni Aprasidze’s corpse was burnt down in the house. Children and women are not affected. Together with other hijackers, Russian citizen Vladimir Muraviov was arrested by the Russian militia from the Soviet era. Gocha was seriously wounded, and he and his brother Shmagi were arrested and judged. Gocha Aprasidze was sentenced to 19 years, Shmagi-17 years.

This highly resonant special operation has received various reactions and reactions in different layers of society. Mother Dodo Sidiani Aprasidze was especially active in the family of Aprasidzes. Other relatives of the family who did not wish to take revenge and revenge. Tradition of Svan Blood was directly obliged to act.

As the source informs, their actions became far more free and brutal after the 2012 government changes. Because  the government was responsible for the tolerance of criminals. They were sentenced to hundreds of times in prison. Including  17 and 19 year old Aprasidzes. In addition, Tea Tsulukiani, a relative of Svan, friendly relations with criminals, was appointed as a minister of justice. (Photo with a fake q tone Tsulukiani with a friend criminal) MPs MPs Kvitsiani, Subari, Jachvliani and others were protecting their surname.

So called Gela Pitskhelauri, Beka Margishvili, Tarash Mukbaniani, Giorgi Ratiani, Giorgi Beruashvili and others are police officers killed by amnesty political figures.

The direct and covered persecution of terror was carried out on a number of officers and specialists participating in the special operation. The source tells the officer,  who was beaten by the Svans to repel the car, beat himself and leave him in the woods. Also, the Special Forces officer who had married her and interfered with the bureaucracy of their own was able to deliver her after a few days of captivity. It was also that the lady in the Special Operation Dodo Sidyan had been abused several times and physically abused. The mother-dodo had herself organized to punish the participants in the special operation to neutralize her criminal family. The «punitive actions» against the participants of the special operation remained unpunished and unpunished. It is easy to imagine the Svanian clan’s arrogance towards ordinary officers and riot police, when media outlets repeatedly threatened the President and Interior Minister Giorgi Baramidze. Which is a member of the Parliament after the change of the government and consequently protects the MP’s immunity.

The United National Movement and many pro-war parties have made a statement that all the special  forces involved in the special operation of Afszidzes are under pressure to gain charges against Giorgi Baramidze.

Givi Targamadze, a member of the Parliament of Georgia, was questioned on this case and more than one hundred special forces were forced to do the same with the then Minister Gia Baramidze giving orders to liquidate the family. «These special forces were dismissed from the offices and the prosecutor’s office withdrew the invitations from Georgia. Which continues   from 2012 to the present  day. These special  forces are actually the hostages of the Svani clan in power. One of them is Colonel Zura Kajaia who was taken from the airport as a dangerous criminal. All warriors who participated in Georgia are awarded with the orders of Gorgasali II and III rank, dignity and other orders and medals. The professional special  forces, who had been successful in the back of the enemy, were literally and indiscriminately arriving from the plane, when they arrived in Ukraine for the arrival of a fallen comrade.

Some of the staff members participating in the special operation, despite much harassment, managed to leave the country to save lives. Among them were B.Cikobava, b. Gabelaia, N. Meladze, Z. Mamuchishvili, Z. Avalishvili, M. Maisuradze, Z. Odikadze and others.

Irakli Shotadze, First Deputy Chief Prosecutor General of Georgia:

«- Interrogation of different persons is going on in this case. One of those is the person you asked. The person was involved in this special operation. — Baramidze? — Do not exclude…

Irakli Shotadze has completed his work on the position of the Prosecutor General, which has not gone before the point. Consequently, the attitude towards the participants of the special operation has not changed.

P.S. The Aprasidzes case continues for the sixth year. The Special Operation Participants have been sentenced to six years of imprisonment and unemployment. In the article there is nothing to say about the role of Bidzina Ivanishvili, Carlo and Kakha Kaladze from the former employees of the Ministry of Internal Affairs.

If we do not satisfy our request, all riot police and police officers will be restrained from leaving the country, or canceling the documents written in the Prosecutor’s Office.

Punishment  officials who exceeded their official duties and carried out real terror on these people.

And yet, how should your country and its patriots hate to pursue Russian policy, to carry out the massacre of professional law enforcers, the persecution of the country. It is not less likely to be left unemployed — literally sacrificing families for a slow, shameful death …

 

Independent journalist-investigator, Mariam Mamardashvili.

 

ფაქტები.ჯი  

მსგავსი პოსტები

ლაგოდეხში 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გმირად გამოცხადებული ციხის ჯალათი ლადო ბედუკაძე სექსუალური ძალადობის ინსცენირებას ახდენდა — თითქოს, პატიმრებს აუპატიურებდნენ, ამ კადრებს კი კამერით იღებდა და ინახავდა

Joni Kvaracxelia

ვის სურს ნიკოლოზ საკანდელიძის სიკვდილი?

დატოვე კომენტარი