აფგან მუხთარლის საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს

0
94

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თქმით, საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს, ენობრივი ბარიერის გამო კი, გამოკითხვა ვერ შედგა.

როგორც მუხთარლიმ განაცხადა, ვერ მოიძებნა ადამიანი, ვინც მის ჩვენებას აზერბაიჯანული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნიდა. მისივე ნათქვამზე დაყრდნობით, პროკურატურაში ხვალ სხვა თარჯიმანს დაახვედრებენ.

„კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თურქულენოვანი თარჯიმანი, მე მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა — აზერბაიჯანული არც მან იცოდა, 4 საათის განმავლობაში ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანული ენის მცოდნე ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს“,- ამბობს მუხთარლი.

აფგან მუხთარლი დღეს, 12 საათზე მივიდა გენერალურ პროკურატურაში. როგორც თავად აღნიშნა, სურს გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ მიაწოდოს, თუ როგორ მოხდა მისი გატაცება და რა გზით გაიყვანეს გამტაცებლებმა საქართველოდან.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ