«ტაბულას» რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილმა დეპუტატ სალომე სამადაშვილს პოსტი მიუძღვნა, რასაც კომენტარებში ერთმანეთში მწვავე გამოეხმაურება მოჰყვა.
«სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს — ამტკიცებდა რომ მიშამ «პოლის ჯოხი» რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს….
კერძო საუბრებში, მეგობრებთან — ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.
ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ — ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო — ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.
როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე — 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.
ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? 🙂 გამოდით, გაგიცნოთ.
(გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა).»