გურიის მოამბის ცნობით ასწლოვანი ტიტა, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა გახმა და მოჭრეს.
ხის გახმობისა და მოჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, დენდროლოგიურ პარკში დასაქმებული ერთ-ერთი პირი.
“ხე ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ხემ გადმორგვიდან ხმობა მალევე დაიწყო. არც შეიფოთლა, ერთადერთი ტოტი იყო დარჩენილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი ჰქონდა, მაგრამ ტიტა გახმობას ვერ გადაარჩინეს და მოჭრეს. აქ ყოვედღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გალიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეო თვალი, პარკს ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს”- გურიის მოამბეს ერთ-ერთი მუშა ეუბნება.
ტიტას ბედი პირველმა ასწლოვანმა წიფელამ გაიზიარა, როცა სოფელ ნატანებიდან გადატანის დროს შუაზე გადატყდა და შეშად იქცა.

