ანალიტიკა

ასიმეტრიული პასუხი პუტინის გზავნილს: აშშ გაალღობს და გააღვივებს რუსეთის ირგვლივ არსებულ ყველა კონფლიქტს

დასავლეთი და აშშ აანალიზებენ რა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უკანასკნელი სტრატეგიული იარაღის სისტემებზე, რომლებსაც შეუძლიათ მყისიერად მოახდინონ რეაგირება  ნებისმიერი ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, მზად არიან უპასუხონ, თუმცა ის არ იქნება სიმეტრიული პასუხი.

«არსებობს გზები, რომლითაც შესაძლებელია გაუმკლავდე რუსეთს უფრო იაფად და ეფექტურად», — განაცხადა ბელარუსელმა პოლიტოლოგმა და მიმომხილველმა ალექსეი ძერმანტმა.

მისი თქმით, პენტაგონი შეეცდება იპოვოს რუსეთის სუსტი ადგილები მის ეკონომიკაში და ითამაშოს ელიტებსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის ურთიერთ წინააღმდეგობებით, სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით.

«დარტყმა ასევე მოსალოდნელია გარე საზღვრებში. ფაქტობრივად, ჩვენ ყველგან გვაქვს გაყინული კონფლიქტები. ეს მოლდავეთსა და დნესტრისპირეთის კონფლიქტი, უკრაინა — დონბასის, თუ რთული ვითარება სამხრეთ კავკასიაში. ასევე  სერიოზული მესიჯები  მოდის საფრთხეებისა ავღანეთიდან, ტაჯიკეთსა თუ მთლიანად ცენტრალური აზიის მისამართით. დასავლეთი შეეცდება გაალღვოს ყველა ეს გაყინული კონფლიქტი. ძალისხმევას არ დაიშურებენ რათა ამ კონფლიქტებში ჩაითრიონ რუსეთიც, რათა მან მაქსიმალურად დახარჯოს ყველა ის რესურსი რითაც მანიპულირებს დასავლეთის მიმართულებით და ამით შესუსტდეს მისი ეკონომიკა. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ მასობრივ სამოქალაქო არეულობას მოლდოვაში და ახალი ეტაპის საომარ მოქმედებებს დონბასში», — პროგნოზირებს ექსპერტი.

რუსეთმა უნდა გადაახალისოს მოკავშირეებთან ურთიერთობების მთელი სისტება რათა გაუმკლავდეს ზემოხსენებულ მოსალოდნელ საფრთხეებს.

«ჩვენ უნდა მოვახდინოთ მოკავშირეების იგივე ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის მობილიზება და ავუხსნათ მათ, რომ სიტუაცია ძალიან რთულადაა და ეხლა გეოპოლიტიკური გადაადგილებების დრო ნამდვილად არ არის.  რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულად შეიცვალა და გეოპოლიტიკური ლავირება უკვე არააქტუალურია. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია მოკავშირეობის შემოწმება არა სიტყვით, არამედ საქმით. ასეთ შემთხვევაში, ბევრი რამ დამოკიდებულია ეკონომიკური პლატფორმის ერთობლიობაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რუსეთის შიდა ეკონომიკური მდგომარეობა, რათა ჩვენმა მოკავშირეებმა იგრძნონ ეკონომიკური სიძლიერე და ეს უნდა გახდეს ერთინი ძლიერი ეკონომიკური ბლოკი და მუშტი», — ამბობს ძერმანტი ინტერვიუში პორტალ „sonar2050.org“.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე

ვკვდებით – მეტი რაღა?!..

გიგი უგულავა: ჩემი მოკრძალებული ხედვა. სად ვართ და საით უნდა წავიდეთ

დატოვე კომენტარი