განცხადებებისოცქსელი

«ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე»-ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია «გამარჯვებული საქართველოს»  ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება სოციალურ ქსელში წერს:
«ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძე რომ ჰყავდა გამოკეტილი დილეგში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ალბათ ბევრს გახსოვთ.
ისტორია მეორდება.
უგულავას საქმეზე 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.
9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამრთლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9 თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9 თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9 თვიანს ამითვლიან.
ასე ვიჯდები სანამ ივანიშვილი იქნება.
ლოგიკური კითხვა ვისაც გაგიჩნდათ, „რა იცი, იქნებ მანამდე მოგისაჯონ?“, გეტყვით — გვარამიას, ხაზარაძეს და სხვების საქმეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც კონვეერულად იხილავენ გავრილოვის საქმის ჩემმა მოსამართლემ 29 იანვრის სხდომა ჩაშალა და გამოაცხადა — შვებულებაში გავდივარო. თებერვალში მხოლოდ ერთი პროცესი ჩანიშნა, ისიც იმისთვის, რომ პატიმრობა გამიგრძელოს. ფაქტია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოაქვს, გამამართლებელს ვინ გამოატანინებს და საქმე თაროზე შემოდო ისე, რომ 7 თვე სულ ტყუილად გამომკეტა. რაც შეეხება მეორე საქმეს, 200 მოწმიან საქმეს აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეაშიც ვერ დაამთავრებენ.
ასე რომ, ველოდები ახალ ბრალს და ახალ 9 თვიანს აგვისტოში. ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი, არჩევნების დღეს გარეთ რომ არ ვიყო.
ისტორია მეორდება. ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე» — წერს  ოქრუაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსეთს მოვუწოდებთ გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან»-იენს სტოლტენბერგი

«ქვეყანა კვდება…ქართველები ვიქეცით საკუთარი ქვეყნის გამნიავებელ ხალხად»

Joni Kvaracxelia

«5 ახალგაზრდა ცემით მოკლეს ამ ჩინელებმა ხარაგაულში…დასაჯეს ვინმე?»

დატოვე კომენტარი