განზრახ მკვლელობისთვის სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელის მკვლელი, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის — პედოფილია, ყაჩაღობა , კიდევ რა კატეგორიის დამნაშავეები და რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ზურაბიშვილმა ჯერ უცნობია საზოგადოებისთვის და კიდევ რამდენს შეიწყალებს კანონის დარღვევით ჯერჯერობით ესეც უცნობია. არსებობს შეწყალების გამოყენების წესი და თავისებურებანი რა კრიტერიუმებითაც შეუსაბამოა პრეზიდენტის გადაწყვეტილებები. ამასთანავე ეს პროცესი უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ და არა ფარულად . სასჯელის მიზანი, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. შეწყალების აქტი კი გულისხმობს ჰუმანური გადაწყვეტილების მიღებას როგორც მსჯავრდებულის ასევე საერთო საზოგადო ინტერესების მიმართ და უნდა ეფუძნებოდეს როგორც ჰუმანურ ასევე სამართლიანობის ორმხრივ ფუნდამნეტურ პრინციპებს, როგორც დამნაშავის ისე საზოგადოების. მაგრამ როცა თავად პრეზიდენტი არღვევს ამ პრინციპის არსს, შეწყალებულ ადამიანებზე ზედმეტია საუბარი, თუ როგორი იქნება მათი თავისუფლებაში ყოფნის პერიოდი და რას მოუტანს საზოგადოებას საშიში დამნაშავეების გარეთ ყოფნა. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლეობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, ოჯახური პირობები და სხვა. შეწყალება გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰუმანური აქტის გამოყენებამდე გულდასმით შეისწავლება ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი და თუ როგორაა შესწავლილი, ფაქტი სახეზეა; მკვლელები, მათ შორის პოლიციელის მკვლელი, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის მსჯავრდებულები დღეს თავისუფლად დადიან პრეზიდენტის წყალობით. როდესაც 4 წელი გაატარა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულმა 12 წლის ნაცვლად და ზურაბიშვილმა გადაწყვიტა მისი შეწყალება. არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის — პედოფილიისთვის მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნებოდა მკვლელობისთვის. შეწყალების დებულების თანახმად, ძებნილი პირის შეწყალება არ ხდება. ასეთი საკითხები არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს და საზოგადოებაში სამართლიანობის შეგრძნებას. ქვეყანაში სადაც არ არის სამართლიანობის პრინციპები დაცული იქ არც კანონის უზენაესობაა და არც სახელმწიფოს გააჩნია სახელმწიფოებრიობის რაიმე ნიშანი. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი კი მჭიდროდაა დაკავშირებული კანონის უზენაესობასთან.
ალბერტ ჭანია, იურისტი სამართალმცოდნე