«ასეთი ადამიანები რომ იყვნენ იმიტომ დაიღუპა საქართველო…მესიობას თავი დავანებოთ»-მეუფე იაკობის ხმაურიანი განცხადება

0
910

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამბიონიდან მორიგ განცხადებას აკეთებს:

«მესია ერთი გვყვავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა და ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ ერთმანეთის მიტევება უნდა ვისწავლოთ. საქართველოს სიყვარულის გამო ერთმანეთის ბევრი რამ უნდა დავივიწყოთ და ავაშენოთ ის ქვეყანა, რაც ასე სანატრელია თითოეული ქართველისთვის. რა უნდა ვუთხრათ წინაპრებს? ვინ ვართ და რას ვაკეთებთ? ჟორდანიას რჯულს უნდა დავემსგავსოთ? ხომ ვნახეთ, როცა ათეისტი იყო ჟორდანია, რა დაემართა საქართველოს?! ეკლესიას ებრძოდა, გაზიდა ყველაფერი ეკლესიიდან, რა სიტყვებს ეუბნებოდა კათალიკოსს თუ სხვას და დღეს კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები და მასზე რაღაც კარგს ამბობენ. ასეთი ადამიანები რომ იყვნენ იმიტომ დაიღუპა საქართველო და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს და როდესაც მოვძლიერდებით და ძლიერი საქართველო იქნება, ვინმეს სურვილი თუ ექნება, „ვისაც ხორცის ჭამა უნდა მოვიდნენ და დაგვგლიჯონ იმ გალესილი კბილებით“, — განაცხადა მეუფე იაკობმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ