განცხადებებიპოლიტიკა

არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში-სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან გაერო-ში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრა შეაფასა.

«გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა – ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში.

ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ – ეს იქნება ამერიკიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ ევროკავშირიდან, ასევე მოგერინის უწყებიდან ან გენერალური მდივნიდან – ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრის შესახებ, იყო დადებითი, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართ. ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასოდეს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ, ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ არ არის სწორი»- განაცხადა  ზურაბიშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

LIVE: ბიძინა ივანიშვილის საგანგებო ბრიფინგი

Joni Kvaracxelia

«სანდრას ბრალია, ჩვენ რომ მივიღეთ 52 წლის მაწანწალასავით ექს-პრეზიდენტი»-ლალი მოროშკინა(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ჩვენს რეგიონში დემოკრატიას შეუძლია გადარჩენა, თუ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო გახდებიან ევროკავშირის ნაწილი — მაია სანდუ

დატოვე კომენტარი