covid-19განცხადება/მიმართვა

არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ-ამირან გამყრელიძე

არ შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“არის ტენდენცია, ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3000 საქართველოსთვის დიდი რიცხვია. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ცოტა შემცირდა. აღარაა ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ ჩემი კოლეგები, ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, ვიყოთ ფრთხილები. გავითავისოთ, რომ მსოფლიოში და საქართველოში სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, მაღაზიები რომ გაიხსნება, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ერთმანეთთან. წლევანდელი ახალი წელი იყოს მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება ინფიცირების მაჩვენებელი შევამციროთ. ჩვენ გვექნება ზრდის ტენდენცია, თუმცა მისი ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ ზედმეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება”- განაცხადა გამყრელიძემ.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს მასშტაბით 28 პირი დააკავეს

roma sajaia

არ გვაქვს ინფორმაცია რამდენად გავიდა ინფექცია “დონას” გარეთ – ამირან გამყრელიძე

“ზვიად გამსახურდიას საქმიანობა ემსახურებოდა ერთის მხრივ საქართველოს ,ეკლესიის დისკრედიტირებას…გამსახურდიას ძალაუფლებრივ არსენალში არავითარი სხვა მეთოდი არ აღმოჩნდა გარდა დიქტატორულ-რეპრესიულისა”-ზურაბიშვილი გამსახურდიაზე

დატოვე კომენტარი