განცხადება/მიმართვა

“არ უნდა გაუკვირდეს არცერთ რიგითს – პოლიციელს, მოსამართლეს, ჩინოვნიკს, თუ კანონმდებელს, რომ ისინი დასანქცირდებიან”-ქაცარავა

ხელისუფლების დაწყებულ რეპრესიებს ხალხის წინააღმდეგ ამერიკა სათანადო პახუხს გასცემს, ეს ყველაფერი კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ  დაამტკიცეს. საქნციების სიაში როგორც “ოცნების”დეპუტატები ასევე  ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მოხვდნენ.

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი დავით ქაცარავა “პირველებთან” ამბობს, რომ ყველა სანქცირებულების ვინაობა სულ მალე გაირკვევა და ყველა დამნაშავე მოძალადაე აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.

“მარტო ხელისმომწერი არ არის დამნაშავე ამ კანონის მიღებაში. სისტემა დღეს დგას სწორედ აი ამ ძალადობაზე და ძალოვან სტრუქტურაზე, რომელიც გვებრძვის და ებრძვის თავისუფალ მოქალაქეებს და ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული გავლენის ქვეყანა გავხდეთ. რეპრესიული მანქანა მოქმედებაშია მოსული და არ უნდა გაუკვირდეს არცერთ რიგითს – პოლიციელს, მოსამართლეს, ჩინოვნიკს, თუ კანონმდებელს, რომ ისინი დასანქცირდებიან. შეიძლება, ვინმეს ვინაობა გაჟღერდეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, მაგრამ აუცილებლად, მათი ვინაობა დადგინდება და ყველა აგებს პასუხს როგორც ჩვენი პარტნიორების წინაშე, ასევე, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით”,-განაცხადა ქაცარავამ 

მსგავსი პოსტები

“არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა”-ილია მეორე

Joni Kvaracxelia

შსს-ს სანაპირო დაცვის და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

“ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან”-ვაშაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი