სოცქსელი

«არ მოგცემთ უფლებას გადასცეთ აზერბაიჯანს ჩვენი მიწა-წყლის არც ერთი გოჯი!»-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

«დავითგარეჯი. 03.07.2019
აზერბაიჯანულმა მხარემ მ/წ ის აპრილის ბოლოს მოცემული პირობა «პირნათლად» შეასრულა.
გვაცადა აღდგომის დღესასწაულზე უდაბნოს მონასტრის კელიებში ჩვენი ისტორიული და კანონიერი მემკვიდრეობით ტკბობა და მაისის ბოლოდან ჩაგვიკეტა დავითგარეჯის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
ეს გააკეთა მაშინ, როდესაც დელიმიტაციის კომისიას ფორმალურად არ აქვს დასრულებული მუშაობა, ეს ხდება ოფიციალური ბაქოს განცხადების, რომ გარეჯი თურმე აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და საპასუხოდ დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარის, დარსალიას არადამაჯერებელი და მერყევი პოზიციის ფონზე.
აზერბაიჯანელებმა დაგვიკეტეს უდაბნოს მონასტერი, გაიყვანეს გზა ჩიჩხიტურის ტაძართან, ხოლო ბოლო 2 დღის განმავლობაში გაიყვანეს ახალი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც დააკავშირეს მათ მიერვე გაყვანილ გზას.
ჩვენი ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს არსებულ პრობლემას და მაქსიმალურად გვიზღუდავს წვდომას ლეგიტიმურ და საჯარო ინფორმაციაზე.
ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა ხდება გარეჯთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ მხარესთან, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ პასუხები არსებულ, ძალზედ ბუნდოვან პროცესთან დაკავშირებით.
მაგრამ თქვენ ქმნით ისეთ ვითარებას, რომელშიც ჩნდება მხოლოდ კითხვები და არ გვეძლევა არც ერთი შინაარსიანი ახსნა-განმარტება.

ჩვენ არ მოგცემთ უფლებას გადასცეთ აზერბაიჯანს ჩვენი მიწა-წყლის არც ერთი გოჯი!
თქვენ მაინც მოგიწევთ გაასაჯაროვოთ თქვენი გადაწყვეტილება, რომლის რატიფიცირება უნდა მოახდინოს პარლამენტმა.
თუ თქვენ ვერ დაიცავთ გარეჯს, მაშინ ამის გაკეთება მოუწევს ხალხს!
#ჩვენარდავთმობთგარეჯს!
#გარეჯისაქართველოა!
#ძალაერთობაშია!
#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი!»-წერს დავით ქაცარავა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის?

Joni Kvaracxelia

«კაცობრიობა მარსზე გასაფრენად ემზადებოდა, ხოლო ქართველნი ისევ ჩუკენობით იყვნენ დაკავებულნი»

«მადლობა უნდა ვთქვათ, ხელისუფლება ნავალნის სიკვდილზე ხმას რომ არ იღებს»-ზურაბიშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი