განცხადება/მიმართვა

“არ მიხარია ეს ამბავი, მაგრამ ბუნებრივად ხდება ასეთი რაღაცები…”-მარიტა მუსელიანი

“რიონის ხეობის მცველი”  სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანის დედა, მარიტა მუსელიანი მიიჩნევს, რომ ვარლამი დიდი რისკის ქვეშ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით მან “სარკესთან” ისაუბრა.

“არასწორად მიმაჩნია მისი ფიგურის ასე წარმოჩენა. რაც უფრო იქმნება მის გარშემო ასეთი დამოკიდებულება, მით უფრო დამამძიმებელია მისთვის. იმედია, მალე და მშვიდობიანად დასრულდება ეს ამბავი და დავისვენებთ ყველა… ნამეტანი აჟიოტაჟი ატყდა ჩვენი ოჯახის გარშემო. ჩვეულებრივი, ტრადიციული ოჯახი გვაქვს. მესმის, რომ ადამიანებს აინტერესებთ, მაგრამ არ გვინდა, პორტრეტები ვხატოთ ჩვენი ოჯახის წევრების და მერე ამაზე ილაპარაკონ…”

– ვარლამს ცნობილი სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ მთავარ გმირს ადარებენ, მისი ფოტოები ტრიალებს მთელ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ გმირს, დედოფალს, თქვენც მიგამსგავსეს…

– არ მიხარია ეს ამბავი, მაგრამ ბუნებრივად ხდება ასეთი რაღაცები. ადამიანები აიტაცებენ რაღაც თემას და… ასეთი პოპულარობა არ არის არაფრის გარანტია. მერე შეიძლება, ვიღაცას რაღაც არ მოეწონოს და იმედი გაუცრუვდეს. მისი ლირიკულ გმირად გამოცხადება სულ არ მიხარია, მაგრამ არც შეწინააღმდეგება შემიძლია.”

Loading…

მსგავსი პოსტები

“რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს…”-ნიკა გვარამია

“ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია”-ირმა ინაშვილი

roma sajaia

“ოქროს მოწმე შეიძლება ირანს გადასცენ,სადაც მას სიკვდილით დასჯიან !!!!! ჩვენ არ ვართ ქვეყანა და გვყავს მავნებლების ხელისუფლება!”-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი