დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე «მთავარი არხის» გენ დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს.
შეგახსენებთ ნიკა გვარამიამ «მთავარ აქცენტებში» განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძემ შეთანხმებულ ეთერი ჩაშალა და გადაცემაში არ მოვიდა, გადაცემის მიმდინარეობისას გვარამიამ გამყრელიძე გააკრიტიკა.
გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, ჟურნალისტებთან ამირან გამყრელიძემ უპასუხა:
«გიმალავთ რამეს? არის რომელიმე კითხვა, რაზეც პასუხს არ გცემთ. ვიქცევი ცუდად? პირდაპირ მითხარით. ვიყავით იმისი ღირსი დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რაც ჟღერდება ამასთან დაკავშირებით. მოკლედ გეტყვით, არ მინდოდა ამაზე საუბარი. ის რაც გუშინ, ბატონმა გვარამიამ იკადრა პირადად ჩემს მიმართ. მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას. დიდი გზა მაქვს გავლილი და ტალახიც უსროლიათ. ვიღაცას ვუქივარ და ა.შ. ვიცი, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყნას და ამ დროს, შეიძლება ტალახიც გესროლონ. მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ, პირადად მან. (გვარამია). მადლობა მინდა ვუთხრა, იმ ექიმებს, ვინც იმ გადაცემაში ისხდნენ არც ერთი არ აყჰვა. ისინი პროფესიონალები არიან.
გუშინ წინ მე მას დავთანხმდი, როცა ნიკა მელაპარკა, რომ მის ეთერში მივიდოდი და ვისაუბრებდი, როგორც ბევრგან. ვისაუბრებდი იმაზე, რაც დღეს მიმდინარეობს. ოღონდ პირობით, რომ ამ შოუს პოლიტიკური სარჩული არ ექნებოდა. არ მინდა პოლიტიკური კომენტარი. 2004 წლის შემდეგ, პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ,“ — განაცხადა გამყრელიძემ.