განცხადებები

არ მივდივარ პოლიტიკიდან-გიგა ბოკერია

პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება – ამის შესახებ განცხადება, «ევროპული საქართველოს» ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

«მე ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწვყეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით არ მიმიღია. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების კონკერტულ ფორმებთან.

ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში. მე არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან პარტიის, «ევროპული საქართველოს» სახელით, გაწევას. პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება.» – აცხადებს ბოკერია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ მალავს საქართველოს მთავრობა აშშ-ის კონგრესმენების სკანდალურ წერილს?

«თქვენ მიიღებთ კომბლების რევოლუციას…ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით»-ლევან ვასაძე

Joni Kvaracxelia

«ვინც იძახდა რუსეთი ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს»-ნინო ბურჯანაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი