სოცქსელი

«არ მესმის ასე გულქვა, როგორ გამოდექით ამ სიბერეში? დიდი სიამოვნებით განახებთ იმ ასობით ბავშვს რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ!!!»

“ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ…”-განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

ამ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

«ბნ რევაზს მინდა მივმართო:
– ბნო რეზო აწი, რომ გამოხვალთ პარლამენტიდან და სანამ თქვენს უზარმაზარ ჯიპში მოკალათდებით იქნებ გაიხედ-გამოიხედოთ, რა იცით იქნება და შემთხვევით მაინც თქვენს თვალს მოხვდეს გაჭირვებული ხალხი, ბავშვები! მე დარწმუნებული ვარ არც იმ საწყალი ქალბატონისთვის გემეტებათ ორი გროში თქვენი მრავალ ათასიანი ხელფასიდან, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან დგას!
– მე მესმით თქვენი დაბინდული თვალების და გონების! მე ისიც მესმის, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ თუნდაც თბილისის შემოგარენში და არ გინახავთ “გეტოები” სადაც ბავშვებს მხოლოდ პური თუ ასაზრდოებს და ის ვითარება თუ სად ცხოვრობენ ეს ბავშვები! მაგრამ მე არ მესმის ასე გულქვა, როგორ გამოდექით ამ სიბერეში (როგორც წესი სიბერეში ყველა ტკბილდება)? ან შვილიშვილი არ გყავთ ან შვილი არ გაგიზრდიათ?
– თუ ძალიან დაგაინტერესებთ მე დიდი სიამოვნებით განახებთ იმ ასობით ბავშვს რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ!!!»

Loading…

მსგავსი პოსტები

თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის?

Joni Kvaracxelia

«რამ გაფიქრებინათ? შეგიძლიათ დაისვენოთ»-ნატა ფერაძე

roma sajaia

«ამ ნაბიჭვარს, რომლის მონაწილეობითაც ორი ბავშვი ჩადეს მიწაში, ნათესავები ტაშით ხვდებიან»-ცოტნე გამსახურდია

დატოვე კომენტარი