განცხადებები

«არ მგონია, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა, გულწრფელად გეტყვით…»-გვარამიას სამომავლო გეგმები

«მთავარი არხის» დამფუძნებელმა ნიკა გვარამია «ტვ პირველის»  ეთერში მის პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გვარამიას განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული.

«ჩემი გუნდის კონტურები უკვე დიდი ხანია, გამოკვეთილია. მნიშვნელოვანი ბირთვიც ჩამოყალიბებულია.უბრალოდ, ჩვენ ვმუშაობთ, ვგეგმავთ, მაგრამ გარდა სხვა ტიპის განაცხადისა, ჩემთვის საინტერესო არის ფართო პოლიტიკური პლატფორმები, რომლებიც გაერთიანების განაცხადებასაც გააკეთებენ.მგონია, რომ წარმატების რეცეპტი გაერთიანებაშია და გაერთიანებაშია მომავალი. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მარტო შესაძლებლობა არ არის. არ მგონია, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა, გულწრფელად გეტყვით, მე მგონია, რომ დრო ჩვენზე მუშაობს და მე ამას სუფთა პოლიტექნოლოგიურად ვუყურებ, როგორც «ბლიცკრიგს», სწრაფ საარჩევნო კამპანიას. მთავარია სწორი, ფუნდამენტური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჩქარო ამაში არაფერი არ არის», — განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი პოსტები

«თიბისი ბანკი» სესხებს გადაავადებს

«რატომ მაფურთხებთ სახეში?..მე გიჟი ვარ ქალბატონო თამარ?»- ლუდა სალია თამარ ხულორდავას (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ივანიშვილმა მიავლინა «პატრიოტთა ალიანსი» მოსკოვში-შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი