არ მგონია, პუტინმა ბირთვულ იარაღი გამოიყენოს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს, – აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ჯონსონის თქმით, ამ ნაბიჯით რუსეთი საბოლოოდ გავა ცივილიზებული ქვეყნების რიგებიდან და დაკარგავს ყველა მოკავშირეს, რომლებიც ჰყავს.
„ფიქრობ, უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებასა და გამძლეობას, მაგრამ აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ, სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ – ეს კარგსა და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს. და ბოლოსდაბოლოს, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ჯონსონმა.
Loading…