განცხადება/მიმართვა

“არ მგონია, რომ ოქტომბერში პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას”-წულუკიანი გახარიას პარტიაზე

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებული  პარტიის პრეზეტანცია შეაფასა.

“ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი ეს გადაწყვეტილება; არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, არ უნდა გქონდეს გარკვეული ილუზია იმის, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული.

მაგრამ, მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება. ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული, მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ.

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შემდეგ კომენტარებიც გაკეთდება. მთავარი არის ჩვენი გეგმა და მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის. არ მგონია, რომ ოქტომბერში პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას”- განაცხადა  წულუკიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ შეხვდა ვარლამ გოლეთიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს?

roma sajaia

სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა-შალვა ხაჭაპურიძე

რუსეთის ომი უკრაინაში, პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე – სანდუ რუსული რაკეტის ფრაგმენტებზე

დატოვე კომენტარი