განცხადებებიპოლიტიკა

«არ იქნება „რუსთავი 2“, არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, სულ რაღაც, ალბათ, თვე დასჭირდება იმას»-თაკო ჩარკვიანი

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე ოპოზიციის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

«არ იქნება „რუსთავი 2“, არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, სულ რაღაც, ალბათ, თვე დასჭირდება იმას, რასაც ჰქვია საველე პირობები, ერთ თვეში აღდგება ეს ყველაფერი. ადამიანები გვიკავშირდებიან და ანგარიშს გვთხოვენ, Facebook-შიც შეამჩნევდით. რომ ანგარიშს ითხოვენ, სად ჩავრიცხოთ თანხა, გამოჩნდნენ ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ინკოგნიტოდ კი არა თამამად აპირებენ თანხის დარიცხვას, ასე რომ ყველაფერი მოწესრიგებული იქნება, პირიქით, ბრძოლა ახლა იწყება, რომ ეს ოლიგარქი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სასწრაფოდ მოვაცილოთ. მესიჯმა რუსთაველზე უნდა გადმოინაცვლოს, დღეს ეროვნული გაერთიანების და კონსოლიდაციის დღეა,» — განაცხადა პარტია «კანონი და სამართლის» ლიდერმა  თაკო ჩარკვიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ერთ წელზე მეტ ხანს დაგვჭირდება პირბადის ტარება-ამირან გამყრელიძე

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადო

საქართველოს პროკურატურის განცხადება

დატოვე კომენტარი