განცხადება/მიმართვა

«არ ველოდი…»-გიორგი რურუა თავისუფალია

გიორგი რურუა პრეზიდენტის ამნისტიის საფუძველზე ციხიდან გაათავისუფლეს.

მისი განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წელიწადნახევრის განმავლობაში ტყუილი ბრალდებით იმყოფებოდა.

«პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით, ეს დამტკიცდა და მემგონი, ყველასთვის ნათელია. ახლა ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ…

«არ ველოდი შესრულებას, ეს გასაგებია, რატომაც, იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ ძალიან ბევრჯერ მოუხდათ ტყუილის თქმა, სიტყვა გატეხეს. მემგონი, ნორმალურია, თქვენც არ ენდობით იმ ადამიანს, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხს. მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ, თქვენი უფლებებიც დავიცვათ, ჩვენი უფლებებიც, პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის, ჩვენი საქმეა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ასევე სხვადასხვა პლატფორმიდან“, – აღნიშნა გიორგი რურუამ გათავისუფლების შემდეგ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს

roma sajaia

«სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება»-გიორგი გახარია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

დატოვე კომენტარი