საქართველოს პარლამენტის წევრმა ლადო ბოჟაძემ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და შეუერთდა პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“. როგორც ბოჟაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განმარტა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ.
„გვაქვს სურათი, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს სხდომებზე აბუჩად იგდებენ მოსამართლეებს, არ ცნობენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საჯაროდ აცხადებენ, რომ არც აპირებენ მის აღიარებას. ეს ქმნის სერიოზულ საფრთხეს სახელმწიფოს სტაბილურობისთვის“, — განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე მან დეტალური საუბარი უკვე გამართა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან და მიიჩნევს, რომ კანონის აღსრულება სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრინციპი უნდა იყოს.