«ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთმა ლიდერი რომან გოცირიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჰესებთან დაკავშირებით გამოეხმაურა:
«ჰესების ერთ-ერთი კონტექსტი იყო, რომ მოდი, სახელმწიფომ ააშენოს. რას ნიშნავს იცით სახელმწიფომ ააშენოს და უცხოელმა ინვესტორმა არ ააშენოს? თუ დავკონკრეტდებით, მუსულმანმა ინვესტორმა არ ააშენოს, უფრო თუ დავკონკრეტდებით, თურქმა ინვესტორმა არ ააშენოს — ყველანაირად მავნებლურია ეს თეზისი. ამიტომ, ამ მოძრაობას ერთის მხრივ, ვუთანაგრძნობ, სწორია, როდესაც ამხელენ ხელისუფლების არასწორ ქმედებებს, კორუფციულ ინტერესებს ამ პროექტებში, არასაჯაროობას და არასათანადო მომზადებას ასეთი დიდი პროექტებისა. მეორეს მხრივ ვერასდროს დავუჭერ მხარს ისეთ ლოზუნგს, როგორიც არის „არა ჰესებს“. „არა ჰესებს“ ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას, ვინაიდან, ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ჩვენ მეტი არაფერი არ გვაქვს. არ ვართ გაზისა და ნავთობის ქვეყანა. ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ»-
„არა, არ ვეთანხმები. საქართველოს ჰესები სჭირდება იმის გამო, რომ განვითარდეს ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გადაიღო და მართლაც ძალიან შთამბეჭდავია»-განაცხადა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“