„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ხვალისთვის დაგეგმილ «თბილისი პრაიდის» ღონისძიებას გამოეხმაურა:
«ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, რომელსაც ისინი ქართველ ერს აყენებენ. გინდა ახალგაზრდები გამოიყვანეთ, გინდა სტუდენტები და გინდა სკოლის მოსწავლეები. სულ მარტო რომ დავრჩე, ამას არ დავუშვებ. 100 000 ადამიანი რომ შეიკრიბოთ, არ დავუშვებ გეიაღლუმს. ჩემი შვილების სიცოცხლეს, უფალს, იესო ქრისტეს გეფიცებით, არ დავუშვებ. მივმართავ საპატრიარქოს გააკეთოს საგანგებო განცხადება და ქუდზე კაცი გამოიძახოს ერის ღირსების დასაცავად», — განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ვიდეომიმართვაში.
Loading…