ცოტა ხნის წინ პატლამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია «ლაზარეს» ლიდერმა ჯონი კვარაცხელიამ ვახტანგ ყოლბაიას დაუსვა კითხვა: როდის წახვალთ?!
რაზეც ყოლბაიამ მიუგო:
«არსად არ წავალთ, მანამ სანამ ერთი ჩვენგანიც კი ცოცხალია»
ასეა მეგობრებო, აფხაზეთის «პოლიტ-ელიტამ» თავის თავზე მოირგო მთელი სისტემა და კანონი. რამდენი 4 წელი გავიდა მას მერე რაც მათი საარჩევნო ვადა ამოიწურა?! ცენტრალური მთავრობის რამდენ შეცვლას მოესწრნენ და თანაც ისე, რომ ყველა მთავრობის «საცობი» მოირგეს თავის გადაღრძუებულ უკანალზე?! წელიწადში თითქმის 14 მილიონი ლარი იხარჯება ამ უფუნქციო აპარატზე, რომლის კონტიგენტიც თითქმის 2000 კაცია და ამ თანხიდან 13 მილიონი ხელფასები და დანამატებია.
დღის წესრიგში დგება კითხვა: არ დადგა დრო დევნილებმა თავად ავირჩიოთ ჩვენი მთავრობა და უმაღლესი საბჭო?! არ დადგა დრო მოვითხოვოთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების აღსრულება?! ჩვენი სიჩუმე ამათ წისქვილზე ასხამს წყალს, ესენი, დიახ ესენი არიან აფხაზეთის მესაფლავეები!