სიახლენი

“არ გპირდები ზომის გაზრდას მეტი სექსი ჩემი თავისუფლებაა”- გირჩის წინასაარჩევნო დაპირება პორნოსაიტზე

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია პორნოსაიტზე PornHub-ზე დაიწყო. ინფორმაც. PornHub-ის ვებგვერდზე მან ორი ბანერი განათავსა სხვადასხვა წარწერით: “არ გპირდებით ზომის გაზრდას!” და “მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!”. ჯაფარიძის თქმით, 8 სექტემბერს განთავსებულ ბანერებს ოთხ საათში 40 ათასამდე ნახვა ჰქონდა. “ერთი მომხმარებელი საქართველოდან საშუალოდ რვა-ცხრა წუთს ატარებს პორნჰაბის საიტზე. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიძლება პერიფერიული მზერით ხედავდეს ჩემს ბანერს. ჩემი აზრით, ათასჯერ უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა კანდიდატის სატელევიზიო თუ ქუჩის რეკლამა-სპექტაკლები.”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიწას ფლობენ შესაძლოა სანქციები დაეკისროთ

Joni Kvaracxelia

უკრაინაში ესტონეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთი პარკის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა

სისხლიანი დაპირისპირება ოზურგეთელ მერვეკლასელებს შორის

დატოვე კომენტარი