ვიდეო ასმათ დვალიშვილმა გადაიღო, იმ დროს როცა ის ნაქირავებ ბინაში გოგი წულაისთან ერთად იმყოფებოდა.
გოგი წულაია:
-ელემენტარულ რაღაცაზეა საუბარი, ბიჯო, უყურებ, რომ არა ვარ აგრესიული, ელემენტარულებს გთხოვ, დამიდექი ელემენტარულად გვერდში… ვსო, არ გინდა, ნუ გინდა. ბოდიში. მე ბოდიში. ხომ არ ვხატავ აგრესიას შენ მიმართ?
„თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს, მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.
Loading…