covid-19განცხადება/მიმართვა

არ გვაქვს ინფორმაცია რამდენად გავიდა ინფექცია “დონას” გარეთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში მიკრო ეპიდაფეთქება ფიქსირდება, რომელიც კაფე „დონას“ უკავშირდება.

მისივე თქმით, სულ გამოვლენილია 23 შემთხვევა და ძირითადად თანამშრომლები არიან ინფიცირებული.

„38 ახალი შემთხვევიდან 22 არის დაკავშირებული ე.წ. კაფე „დონას“ კლასტერთან, ალბათ ბევრი ხართ ნამყოფი ბათუმში, მიკროეპიდაფეთქება გვაქვს. 22 შემთხვევა იყო გუშინ და პლუს ერთი წინა დღეს, სულ 23 შემთხვევაა დაკავშირებული „დონასთან“. ძირითადად დაინფიცირებული არიან თანამშრომლები. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, უკვე მიმართეს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დღეებში კაფე „დონაში“ იმყოფებოდნენ, ბათუმში განთავსებულ კარვებში ნებაყოფლობითი ტესტირება ჩაიტარონ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“არ მინდოდა ამაზე საუბარი. ის რაც გუშინ, ბატონმა გვარამიამ იკადრა…”-ამირან გამყრელიძე გვარამიას პასუხობს

ენგურჰესის” 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ზოგიერთ ბრძოლაში შეიძლება დავმარცხდეთ, მაგრამ საბოლოოდ წაგების უფლება არ გვაქვს”-ეკა კვესიტაძის ემოციური მიმართვა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი