განცხადება/მიმართვა

არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს“ – სალომე ზურაბიშვილი

გამორიცხული არ არის, მოგვიწიოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა”- განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გააკეთა.
მისი თქმით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.
„არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლას გამოწვევა უწოდა. ზურაბიშვილი თვლის, რომ “მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს”.

Loading…

მსგავსი პოსტები

დაგანგრევთ სულ ყველას ლიბერალებო!-მეუფე სტეფანე

roma sajaia

“ჩვენს შორის გაირკვა რაღაცეები…შევრიგდით”-ელისაშვილი

roma sajaia

სახალხო დამცველის მკაცრი ანგარიში პენიტენციალურ უმძიმეს მდგომარეობაზე

დატოვე კომენტარი