«რუსთავი2»-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
«მოკლედ, ჯერ იყო და “მხოლოდ ქართულის” კასტინგს დავესწარი, მერე უკრაინულ საბავშვო ვოისში ქართველი ბიჭის გამოსვლას ვუყურე, მერე იყო და “სამზარეულოს ომების” ჩაწერა მქონდა.
სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ ორი უდიდესი ცივილიზაციური ინდიკატორით — მუსიკით და სამზარეულოთი — თუ ვიმსჯელებთ, საქართველო არის უმაგრესი და უმდიდრესი ცივილიზაციის ქვეყანა. საუკეთესოდ მომღერალი და საუკეთესო კულინარიული შეგრძნების ერი. ამას მსოფლიო პოეზიის მთავარ შედევრს (სრულიად დარწმუნებული ვარ) ვეფხისტყაოსანსაც თუ დავუმატებთ, უნდა მივხვდეთ, რომ უფლება არ გვაქვს, დღე და ღამე არ ვიშრომოთ ამ დიდებული ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენი უნიჭიერესი და უთანამედროვესი ახალი თაობისთვის.
ამიტომ არც წავედი და არც წავალ აქედან არასდროს, ამიტომ ვიბრძოლებ სულ ჩემი საუკეთესო და საყვარელი ქვეყნისთვის და იმისთვის, რაც ჩემი ხედვით მისი უკეთესი მომავალია.
სიყვარულით, თქვენი ნიკა გვარამია ❤️✌🏻»-წერს ნიკა გვარამია