“არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებები”-არქიმანდრიტი კირიონი ხელისუფლებას აკრიტიკებს

0
150

დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი “პირველ რადიოსთან” ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს.

“სრულ გაუგებრობაში ვართ, ეს პროცესი არ მოითხოვს მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტებზე საუბარს. სახელმწიფოსგან არის უამრავი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს, ანუ გააგებინოს საერთშორისო საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანი ყოველგვარ სტანდარტს არღვევს ურთიერთობის, რომ სასაზღვრო ზონაში ახორციელებს ამგვარ სამუშაოებს, რომ ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომ ამგვარი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლზე არ შეიძლება და ვანდალიზმია, არ შეიძლება ასევე მათი კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ ნაკრძალი, მუზეუმ ნაკრძალში როგორ შეიძლება ბულდოზერებით თხრა, თავის თავსაც ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელები ამ შემთხვევაში.

მე იმათი საკანონმდებლო დანაშაული არ მაინტერესებს, მაგრამ მე ჩვენს მხარეს ვიძახი, რომ ადეკვატური არ არის, არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებებია ადეკვატური, რა თქმა უნდა,”-აცხადებს “პირველ რადიოსთან”  მამა კირიონი.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ