პერსონა

„არც მოღალატე მინდა, არც რეგვენი“ – კობა ხაბაზის მძაფრი გზავნილი

არ ვბრაზობ ივანიშვილზე – ვბრაზობ მათზე, ვინც ოდესღაც თანამებრძოლად მიმაჩნდა — აცხადებს კობა ხაბაზი.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს ისევ ვბრაზობ ივანიშვილსა და მის კრემლისეული ნება-სურვილით მართული ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ისინი ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც მოღალატეები აკეთებენ — და ამას არც მალავენ.
აღარც დაჭერებზე ვბრაზობ, აღარც სირცხვილის კანონებზე — ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.

მაგრამ ვერ ვპატიობ და ვერ ვეგუები იმ ადამიანებს, ვისთანაც ოდესღაც გზაჯვარედინზე შევხვდი — ვინც თანამოაზრედ და თანამებრძოლად მიმაჩნდა, და დღეს ამ ხროვას ემსახურებიან.
მეგონა, ერთად ვიდექით. მეგონა, გვაერთიანებდა იდეა, ღირებულებები, ღირსება, სიყვარული ქვეყნისადმი.

და აი, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ყალბი ყოფილა — ყალბი იყო მათი სიტყვა სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, ღირსებაზე, ადამიანობაზე.

ვბრაზობ არა მათზე მარტო — ვბრაზობ საკუთარ თავზე, რომ მათ ვენდობოდი.
რატომ განვიცდი ასე მძიმედ? პასუხი მარტივია:

თუ დღეს ხედავ, რომ ეს ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია და მაინც უჭერ მხარს — შენც ღალატში ხარ.
თუ ვერ ხედავ — ან ბრიყვი ხარ, ან რეგვენი.
არც მოღალატე მინდა გვერდით, არც ბრიყვი და რეგვენი.

მსგავსი პოსტები

დღეს, ზვიად გამსახურდიას 82 წელი შეუსრულდებოდა

რატომ გააუქმა სტეფანე მღებრიშვილმა დაგეგმილი კონცერტები?

Joni Kvaracxelia

რას აპირებს ვანო მერაბიშვილი?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი