განცხადება/მიმართვა

არჩილ თალაკვაძის წერილი უკრაინელ კოლეგას

არჩილ თალაკვაძის წერილი უკრაინელ კოლეგას: „ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით”, – წერს თალაკვაძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ევროპარლამენტართა 10 წინადადება, რომლებიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ…”

Joni Kvaracxelia

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისათვის-მამუკა მდინარაძე

roma sajaia

“დედა ტყუილებს ნუ აზიარებ”-რაზე “საყვედურობს” პაატა იმნაძე დედამისს?

დატოვე კომენტარი