არჩევნებს ვითხოვთ. არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს – ნიკა მელია

0
195

დღეს ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გამოვიდა სადაც მან თქვა არსად ისე, როგორც აჭარაში, იცით, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება თავისუფლებას მარწუხებში აგდებს. 1991 წლიდან 2004 წლამდე, თითქოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს არ გვქონდა თავისუფალი ცხოვრება ამ რეგიონში, ამ ქალაქში იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მართავდა. სამწუხაროდ, იმ რეალობას, ნაწილი შეეგუა, თუმცა გამოჩნდნენ აქტიური ადამიანები, რომლებმაც გააპროტესტეს იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი არ ჩაჯდა თვითმფრინავში და წავიდა. ახლა იგივე მდგომარეობა გვაქვს უფრო დიდ მასშტაბში, ეროვნულ დონზე, ივანიშვილის მასშტაბში, რომელიც მარწუხებში აგდებს მთელს რესპუბლიკას. ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ. არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა მელიამ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ