პერსონასოცქსელი

«არჩევანი არ არის მიშას და ბიძინას შორის» — სერგი კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტევიუ შეაფასა:
«სააკაშვილმა დღეს თქვა, არჩევანი ჩემს და ბიძინას შორის არის, ენმ მოიგებს და კოალიციას გამოვრიცხავო.
1. არჩევანი არ არის მიშას და ბიძინას შორის. ეს არის ჩაკეტილი წრე და ბიძინას და მიშას აწყობს მხოლოდ ეს. ორივეს თავისი პირადი ძალაუფლებისთვის უნდა. როგორც არასდროს, ისე დაემგვანენ ერთმანეთს.
2. მიშას მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა. თუ ხელისუფლებაში მარტო თვითონ ვერ დაბრუნდება, სულაც არ აინტერესებს ბიძინას დამარცხება. მისი ყველა ნაბიჯი ამაზე მეტყველებს (ჩვენთვის მოღალატეების ძახილი, გიგიზე ეჭვიანობა, როცა ციხეში იჯდა, დავბრუნდების ძახილი, მაჟორიტარების ჩაშლა, პრემიერად თავისი თავის დასახელება, ოპოზიციური ერთობის დაშლა, მანამდე პროპორციულის კრიტიკა, ვაშაძის მოშორება და ა.შ.)
3. ეს არის წარსულის შემოტენვა ჩვენთვის. ისევ არჩევანი ორ ინდივიდს შორის. არადა კატეგორიულად არ დგას ასე საკითხი. არჩევანი არის წარსულის პოლიტიკას, რომელიც ინდივიდების ეგოს ეფუძნება და გარდამტეხ ცვლილებებს შორის, რომელსაც ქვეყნის ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა უნდა მოყვეს. ანდა, უბრალოდ დავიღუპებით.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა და ოპოზიციაში გაშვება.
და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიშა არ გახდეს პრემიერი და არ ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება.
ვინც ამაში გვეთანხმებით და ვისაც მართლა ამ მარაზმატული ჩაკეტილი წრის გარღვევა გინდათ, გამოგვყევით.» — წერს სერგი კაპანაძე.

Loading…

მსგავსი პოსტები

«სააკაშვილს შეწყალების გამო სამი წელი მიუსაჯეთ. მათთვის არ იყო დისკრეცია?!»-გიგი უგულავა

«პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება ჩემთვის შეურაცხმყოფელია»-ნინო წილოსანი

«შენ შეიძლება დროებით ისარგებლო…»- «მწვანე სკოლის» დირექტორი კახა დავითური

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი