ანალიტიკაპუბლიკაციები

არტემი ტროიცკი: როგორ ვესტუმრე საქართველოს (ვიდეო)

არტემი ტროიცკი გახლავთ მუსიკის კრიტიკოსი, პუბლიცისტი და aru.tv-ს ერთ-ერთი ანალიტიკოსი. ეს დამოუკიდევბელი ტელევიზია დაარსდა 2015 წელს ესტონეთში, ტელევიზიის აუდიტორიაა ბალტიისპირეთი , ბელორუსი, უკრაინა და ყველა რუსულენოვანი მაყურებელი, რომელსაც აინტერესებს გონიერი და მოაზროვნე ტელევიზია, «aru» სწორედ ამას ნიშნავს ესტონურად. ბატონი ტროისკი საუბრობს დღევანდელ საქართველოზე. ჩემმა ზოგიერთმა სტყუდენტმა რუსული არ იცის, მათთვის მთელი ვთარგმნე უმნიშვნელო შემცირებით. „ჩემი სტუმრობა საქართველოში…“ არტემი ტროიცკი საუბრობს გადაცემაში „ბიძია ტიომას ქოხი“ aru.tv -სათვის
აი ეს ბიძინა ივანიშვილი დააყენა მოსკოვმა, კრემლმა საქართველოს ზედამხედველად .. ამ კაცმა განახორციელა აქცია, რომლის ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ მინახავს. ყური დამიგდეთ, ეს საინტერესოა, ამის მსგავსი მსოფლიოში არსადაა…
ეს-ესაა თბილისში, უნდა გაიხსნას, უკვე გაიხსნა მგონი კიდეც, რუსული კულტურის ცენტრი მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ…
როგორც იტყვიან ქართულად, გამარჯობა, ამხანაგებო! რატომ წარმოვთქვი ეს სიტყვა ჩემთვის უჩვეულო ენაზე? ეს იმიტომ, რომ „გამარჯობა“ მისალმებაა ქართულად. და სწორედ საქართველოში, მე , ბიძია ტიომამ, გავატარე ახალი წლის დღესასწაული. ვიყავი დიდხანს, ათი დღე. როგორც ყოველთვის საქართველოში მხიარულება და სილამაზეა, დანაყრდები და დათვერები.. საქართველო ამ მხრივ საოცარი ქვეყანაა, იქნებ სულაც ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში. საქართველოში ნამდვილად არის სტუმრის კულტი. იქ უბრალოდ ნადირობენ სტუმარზე, როგორმე ვინმე შეიყვანონ სახლში, რომ ასვან და აჭამონ. მე ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს ასეთი ტრადიცია… მაგრამ პირადად მე ( ასეთი რამ) მხოლოდ საქართველოში აღმოვაჩინე. საქართველოში სტუმრად ჩასვლა ყოველთვის მომგებიანია, ჩვეულებრივი დღეებია თუ დღესასწაულები. რუსები შეგხვდებათ თბილისში, დედაქალაქის შემოგარენში, ბევრნი არიან, სეირნობენ, სვამენ, მიირთმევენ, მხიარულობენ, ყველანი კმაყოფილი არიან. რუსების მიმართ ქართველ ხალხს აქვს შესანიშნავი დამოკიდებულება. საუბრობენ რუსულად და აღსავსე არიან სენტიმენტალური და სიყვარულით გამთბარი გრძნობებით რუსების მიმართ, ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ერთია, უბრალო ადამიანები, სულ სხვაა რამეა, სახელმწიფოებრივი ურთიერთობანი. აი აქ კი უნდა ვთქვა, რომ არასოდეს ჩემს სიცოცხლეში არ შემხვედრია ასეთი წინააღმდეგობრიობა და პარადოქსები.
აი, შეხედეთ ობიექტურ ფაქტებს: რუსეთის დიდი ხელშეწყობით ამჟამად ოკუპურებულია საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი. საქართველოს ერთი მეხუთედი იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ეს გახლავთ აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ( ეწოდებოდა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ჩემი შენიშვნა) საბჭოთა პერიოდში რესპუბლიკა იყო, ახლა გაუგებარია რა არის. მეორე ობიქტური ფაქტი: არ არის არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის; უფრო მეტიც, და ეს იყო რუსეთის ინიციატივა, არ არის ავიაკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის, სარკინიგზო მიმოსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ. ასე რომ ყველა ტურისტი, და ოფიციალური პირი მიფრინავს ერევნის, ვარშავის, ბაქოს ან სტამბოლის გავლით, ერთი სიტყყვით, ვინ როგორ მოახერხებს. ხალხი ჩადის დიდი რაოდენობით. ერთი მხრივ. თითქოს ( სახელმწიფოთა შორის) ურთიერთობა საკმაოდ სუსხიანია. მეორე მხრივ, საქართველოს რეალური მეთაური არის არა პრეზიდენტი, რომელიც ფრანგული წარმოშობის ქალბატონია, არა პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქ დიდად არავის ახსოვს… საქართველოს რეალური პატრონი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი. თუმცა ქართველია ეროვნებით, მაგრამ მისი მილიარდები რუსული წარმოშობისაა. მას აქვს გაზპრომის აქციების გარკვეული რაოდენობა, ფლობს რაღაც ბანკებს, მეტალურგიულ კომპანიებს და ა.შ. ამასთან ერთად სწორედ ეს ბიძინა .ივანიშვილი მოსკოვმა, კრემლმა დააყენა ასე ვთქვათ საქართველოს ზედამხედველად.
ვფიქრობ, რომ მოსკოვის ყველა საგარეო საქმეთა შორის ოპერაცია საქართველოში ყველაზე წარმატებულია. ვინ მოთვლის რუსეთს რამდენჯერ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში მთლიანად თუ ნახევრად, აი საქართველოში კი ყველაფერი გამოვიდა. როგორ? მდიდარმა ივანიშვილმა დააარსა პარტია სახელწოდებით „ქართული ოცნება“; ქართული ოცნება ჯერ კიდევ ძველი საბჭოური ანეგდოტის მიხედვით შემდეგში მდგომარეობს: არაფერი აკეთო, მაგრამ ფული ულევი გქონდეს.
ჰოდა, ამ კაცმა შექმნა ეს პარტია და დაარწმუნა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ქვეყანას მიიყვანს კეთილდღეობამდე. იქ სადაც ფული საკმარისი არ იქნება, ის როგორც მილიარდერი და როგორც მსოფლიოს უმდიდრესი კაცების სიაში 125-ე ადგილზე მყოფი, თავისი ჯიბიდან დაუმატებს და ყველაფერი რიგზე იქნება, ნუ ღელავთ, გენაცვალეო. ბევრმა ქართველმა დაიჯერა ეს ამბავი. 2012 წლის არჩევნებზე გადააგდეს ყოველგვარი ლიბერალური პარტიები და საქართველოს თავზე აფრიალდა „ქართული ოცნების“ დროშა. აი აქ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო დამპალი, მაგრამ არასულელური პოლიტიკის გატარება. თბილისის ირგვლივ მთის მწვერვალებზე ააგო რაღაც შუშები, სასახლეები, გაარემონტა ორი უძველესი თეატრი — რუსთაველისა და მარჯანიშვილის, და კიდევ მან განახორციელა აქცია, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ მინახავს, ამ კაცმა ფულით იყიდა საქართველოს კულტურული ელიტა. როგორ? უსმინეთ!

Loading…

მგონი, ასეთ რამ მსოფლიოში არსად არის: თურმე შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავდა ქართველი ინტელიგენციის საქმეებს, ბუნებრივია ესენი გახლავთ: მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები, ლიტერატორები, ცნობილი ექიმები, ცნობილი საჯარო პირები, საზოგადოებაში პატივცემული პიროვნებები, საქართველო პატარა ქვეყანაა, მდიდარი არ არის, ნავთობი იქ არაა, და ამ ხალხს გამოუწერეს ყოველთვიური ფულადი შემწეობა, რამდენადაც ვიცი, 1000 ლარიდან და მეტი, პირობითად სამას ორმოცდაათი დოლარიდან ორი ათას დოლარამდე, ქართული ყოფის პირობებში ეს საკმაოდ დიდი ფულია. და ამ ხალხმა, მსახიობებმა, მომღერლებმა და სხვებმა, დაიწყეს ამ ფულის მიღება. ეს სასიამოვნოა, უცებ, ჰოპ და სოლიდური თანხა მიიღე კონვერტში თუ საფოსტო გზავნილით თუ ბარათზე! და ასევე იგებ, რომ ეს ფული არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან.
რა უნდა ქნას კაცმა? თუ წინააღმდეგი იქნება და იტყვის, მე თქვენ ვერ მიყიდით და ჯანდაბაშიც წასულხარ ბიძინა ივანიშვილოო, მაშინ ეს კაცი მომავალში ფულს არ მიიღებს და ის ფულიც, რომელიც უწინ მიიღო, დასაბრუნებელი ექნება. და რას მოითხოვს ბიძინა ივანიშვილი სანაცვლოდ მათგან, ვინც იღებს ფულს?
დიდს არაფერს. ისეთი თავგამოდებული რეჟისორები, როგორიც არიან რეზო გაბრიაძე ან რობერტ სტურუა, შეუძლიათ თქვან, როგორი საზიზღარი იყო სააკაშვილი და როგორი ყოჩაღი და მზრუნველია ბიძინა ივანიშვილი. თუმცა შეიძლება ესეც არ თქვა, უბრალოდ უნდა იყო ჩუმად და ლოიალურად, არ წამოხტე და ენა არ ატლიკინო. მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ეფექტური პოლიტიკაა. ვიმეორებ, ძალიან ჭკვიანური პოლიტიკაა.
ერთი ჩემი ქართველი მეგობარი, მსახიობი და მომღერალი იღებს ამ ფულს, რომელიც მას ცხოვრებაში ეხმარება. მე ახლა მას ბრალი დავდო, რატომ იღებ და პროტესტს არ გამოთქვამო? არა, რასაკვირველია.. ენა არ მომიბრუნდება, ბრალი დავდო.
მაგრამ ეს ამბავი მორალური თვალსაზრისით ძალიან ულამაზოა. მეორე მხრივ, ადამიანური თვალსაზრისით, ტკბილ-მჟავეა. არ არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი. უნდა ვთქვა, რომ ცნობილი ადამიანებიდან, რომელმაც უარი თქვა შემწეობაზე, არის ვახტანგ კიკაბიძე, მადლობა, გავძლებ ქრთამის გარეშეო.
ბუნებრივია, შემოქმედებითი ინტელიგენცია და კულტურული ელიტა იყიდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. მაგრამ რუსეთში ეს კეთდება ცოტა უფრო შენიღბულად, რაღაც უფრო საბაზრო ეკონომიკის მიხედვით, უფრო ცივილიზებულად. ლოიალური არტისტები იღებენ სახელმწიფო შეკვეთებს, იღებენ უზარმაზარ ფულებს სსვადასხვა ღონისძიებებზე გამოსვლისას, მუდმივად მუშაობენ კორპორატიულ ზეიმებზე, კორპორაცია კი ისეთი ინსტიტუციაა რომელიც მოითხოვს ლოიალობას. მაგალითად, კორპორატივზე არავინ მიიწვევს… ვასია ობლომოვს ან თუნდაც ჯგუფ „დე-დე-ტეს“ , თუმცა ისინი რომც მიიწვიოს ვინმემ, არ მივლენ. ხოლო საქართველო პატარა ქვეყანაა და უბრალოდ და მარტივად შეგიძლია ფულით იყიდო შემოქმედებითი ადამიანები. ეს რამდენი ჯდება? ალბათ ორასი- სამასი ათასი დოლარი თვეში. ბიძინა ივანიშვილისთვის, ჩემი აზრით, სულაც არ არის დიდი თანხა. ჰო, დამავიწყდა მეთქვა ყველაზე მთავარი: რატომ მგონია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა უკიდურესად წინააღმდეგობრივი, პარადოქსული და მაქსიმალურად ცბიერი.? იმიტომ, რომ მისი პოლიტიკის მთავარი თეზისია — არ გააღიზიანონ რუსეთი, არ იყოს კინკლაობა რუსეთთან, ვაჩვენოთ ყოველგვარი თავშეკავებაო. ეს მაშინ, ვიმეორებ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. და ახლა თბილისში ეს-ესაა უნდა გაიხსნას ან უკვე გაიხსნა რუსული კულტურის ცენტრი.
ესეც საოცარია! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 1942 წლის საბჭოთა კავშირში, სადმე მოსკოვში ან ბლოკადის ლენინგრადში გაიხსნას გერმანული კულტურის ცენტრი გერმანული სახელმწიფოს, მესამე რეიხის ხელშეწყობით?! თუ ქართველები მეგობრობენ რუსებთან, ისეთთან როგორიც მე ვარ, ან კიდევ სხვებთან, ძალიან კარგი, ადამიანური ურთოერთობები რასაკვირველია უნდა არსებობდეს, მაგრამ რა შუაშია აქ აგრესორი, ოკუპანტი სახელმწიფო?
ეს რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურია. მე არ მაქვს უფლება ქართველებს ვასწავლო ეროვნული თავმოყვარეობა. თავად იცით, ქართველები სამხრეთ-კავკასიელი ამაყი ხალხია, სულაც არ ვაპირებ მორალის კითხვას, წამოხტომას, მაგრამ ქედის მოდრეკა და პირმოთნეობა აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის წინაშე უაღრესად სამარცხვინოა. ვიმეორებ, თვითონ ქართველებმა გადაწყვიტონ, იქნებ მათ აქვთ რაღაც ფარული და უხილავი აზრები და ეშმაკური პოლიტიკური ჩანაფიქრი, რომელიც ჩემთვის უცნობია. მაგრამ პირველი და ზედაპირული შეხედვით, ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ზოგადად კი მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, მიბრძანდით წელიწადის ნებისმიერ დროს, არ ინანებთ. მადლობა!

თარგმნა: ნანა ანარია

 

მსგავსი პოსტები

,,ქურდები“ და ბანდიტები

«ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით როგორ ჩატარდა და გაყალბდა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შალვა თათუხაშვილის ექსპერტიზის დასკვნა» — დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება

საცივობა

დატოვე კომენტარი