სოცქსელი

“არსებობს საფუძვლიანი არგუმენტები იმისა, რომ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიები უკანონოდ არის გადაცემული აზერბაიჯანული მხარისთვის”-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაცია მოძრაობა   “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში დავით გარეჯთან  დაკავშირებულ მოვლენებზე წერს:

“გარეჯში, ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული სახელმწიფოს მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა 18მდე.
ჩვენი მესაზღვრეების რაოდენობა რჩება უცვლელი. 4-6. ასეთ ამბავს გვეუბნება მამა კირიონი.
იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაკეტავენ აღდგომის ტაძართან და ლავრაში მისასვლელ გზებს, და ალბათობა ამისა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაშინ მოვუწოდებ საზოგადოებას თვითორგანიზებისკენ და ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად გარეჯში წასვლისკენ!
მოვუწოდებ ჩვენ ხელისუფლებას სასწრაფოდ ჩაერთოს და განმუხტოს არსებული უმძიმესი სიტუაცია. პასუხისმგებელმა პირებმა გააკეთონ შესაბამისი კომენტარები და დაიწყონ მოქმედება!დღეს შედეგს ვერ ვხედავთ,პირიქით, სიტუაცია მძიმდება!! სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება დემილიტაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, არსებობს საფუძვლიანი არგუმენტები იმისა, რომ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიები უკანონოდ არის გადაცემული აზერბაიჯანული მხარისთვის. (საუბარია 5 600 ჰექტარზე.წყარო-მამა კირიონი)
არავის მივცეთ უფლება წაგვართვან ჩვენი ისტორიული მიწები!!!
ძალა ერთობაშია!!!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!”-წერს დავით ქაცარავა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“გუგული მაღრაძემ წამოაყენა ინიციატივა, რომ ტუალეტის ქაღალდის გამოყენება აიკრძალოს”

Joni Kvaracxelia

“მიშისტებს აბრალებს ეს უსინდისო მიშას ბელადობას”-ჩერგოლეიშვილი გვარამიაზე

“არანაირი დანაშაულის აღკვეთა სუსის მიერ არ ყოფილა ეს არის მორიგი ბინძური პიარი გომელაურის უწყების”

დატოვე კომენტარი