განცხადებები

«არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში…»-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი «მთავარი არხის» ეთერში, ლევან აკინის ფილმის  And Then We Danced-ის ჩვენებას გამოეხმაურა:

«კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველო ფუნდამენტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს ტოლერანტულობას, ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას.არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში. მოდი და ნურავის ნუ ეწყინება ეს, რომ ვიღაც ადამიანებს აქვთ თავის შეხედულება…

რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის სრულიად ინსპირირებული, მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე ფილმების გარჩევა? საკმაოდ ნიჭიერი თუ თუნდაც უნიჭო ფილმების გარჩევა? საქართველოში რა გეფილმებათ, მეგობრებო? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში.

ვინც უნდა წავიდეს და ნახოს, რა პრობლემაა. ჯერ ერთი მშვენივრად უკეთებენ რეკლამას ფილმს, ამ ფილმზე გაიგებდა 3%, ახლა ამაზე გაიგო 90%-მა, მშვენიერი რეკლამა გაუკეთეს, თავის თავსაც გაუკეთეს რეკლამა, ამ ფილმსაც გაუკეთეს რეკლამა და რაც მთავარია, მიაღწიეს მიზანს, რომ ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან, ხვალ იქნება კიდევ რაღაც მეორე თემა, ზეგ კიდევ მეხუთე და ყველას დაავიწყდება ივანიშვილი ”

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას…»-სალომე ზურაბიშვილი

Joni Kvaracxelia

«ზვიად გამსახურდია,როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა,ამისთვის თენგიზ კიტოვანს,ჯაბა იოსელიანს,თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა» _ სალომე ზურაბიშვილი

სამხედრო მფრინავი  შეინარჩუნებს თავის კვალიფიკაციას და გააგრძელებს საავიაციო უნივერსიტეტში, მფრინავ-ინსტრუქტორად მუშაობას

დატოვე კომენტარი