განცხადება/მიმართვა

არეულობა ვერ მოახდინეს ქვეყანაში და მოუწიათ პარტიის შიგნით-მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობაზე

ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა და მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ისინი ვერ იყოფენ ფულსა და რადიკალიზმს. ერთმანეთს ეჭიდავებიან, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ამ ნიშას ვინ დაიჭერს. ამ ნიშის დაკავებას რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ გარე ძალებიც ცდილობენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, ვინ დახარჯავს მათი ოლიგარქების ფულს და ვინ იქნება ამ სფეროს გამგებელი. ამაზეა დაპირისპირება და როცა ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა, არეულობა მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია. მათი ბუნებაა ჩხუბი, არეულობა, ქაოსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ლოიდ ოსტინი – ბახმუტის დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა

“ხელისუფლება მზად არ არის ამ კორონავირუსისთვის…”-ნინო ბურჯანაძე

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე ?-სკანდალური ინტერვიუ არქივიდან

დატოვე კომენტარი