არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედების გამო 40 წლის კაცი დააკავეს

0
178

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 40 წლის კაცი, რომელსაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილისა და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა, რომელთა ნაწილის ვიდეოს იღებდა. უწყების ცნობით, ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე, დადგენილია, რომ ბრალდებულს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ