არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთად სახლში” რომელთა წევრებიც არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში ღია წერილს ავრცელებენ რომლის ადრესატიცაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ წერილს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს მესამე პრეზიდენტს,
ბატონ მიხეილ სააკაშვილს — უკრაინა
წარმატებები ახალ თანამდებობაზე! ძვირფასო პრეზიდენტო ორგანიზაცია „ერთად სახლში“ დიდი სიამაყით და პატივისცემით გილოცავთ უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარედ დანიშვნას. ეს თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წარმატებების კიდევ ერთი აღიარებაა. უკრაინაში თქვენს ისტორიულ ბრძოლაში გისურვებთ უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას, გამძლეობას და მქუხარე წარმატებებს, რაშიც ჩვენ დარწმუნებულები ვართ . წარმატებული უკრაინა ნიშნავს ჩვენი სამშობლოს წარმატებასაც. დღეს ჩვენ ძალიან გვიხარია და მაინც ჩვენს დიდ სიხარულს ერთი სევდა გადაჰკრავს : გვინდა რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდებოდეს, თუმცა ეს მხოლოდ დროის ამბავია. თქვენ და ჩვენ ერთად სახლში საქართველოში მალე დავბრუნდებით. და დღეს განსაკუთრებულად გვახარებს ის ფაქტი , რომ თქვენდამი ნდობა და გადამეტებული არ იქნება რომ ვთქვათ, თქვენი იმედი აქვს უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პატრიოტული შემართება და მსოფლიო დონის თქვენი პოლიტიკური გამოცდილება შესაძლებელს გახდის უკრაინის ისტორიაში სასიკეთო და მნიშვნელოვან გარდატეხებს. დიდი მადლობა ჩვენი ორგანიზაციის სახელით იმისთვის, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდგეგობებისა და ბრძოლებში დაბრკოლებებისა, თქვენ არ ნებდებით, მიიწევთ წინ და გვაძლევთ ამით ჩვენ დიდ მაგალითს! გვაძლიერებთ და გვეიმედებით!
Loading…